პეკინის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეკინის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები ლისის ქუჩა, პეკინის ქუჩა, მშვიდობის გამზირი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

პეკინის გამზირი — გამზირი თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო). ოცდაექვსი მაისის მოედნიდან ზურაბ ჟვანიას მოედნამდე. თავდაპირველად იყო სოფელ ლისში მიმავალი შარაგზა. XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა როგორც ქუჩა, რომელსაც 1959 წლამდე — ლისის, შემდეგ — პეკინის ქუჩა, 1981 წლიდან მშვიდობის გამზირი ერქვა. 1990 წელს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა. 2006 წელს პეკინის გამზირი დაერქვა. გამზირზეა არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი. აქვს 1 შესახვევი და 1 ჩიხი.

პეკინის II ჩიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის II ჩიხი — ჩიხი თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო). დასაწყისი იყალთოს ქუჩიდან.

პეკინის აღმართი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის აღმართი — აღმართი თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო). მდებარეობდა პეკინის ქუჩასა და იყალთოს შესახვევს შორის. ყოფილი კონსტანტინე გამსახურდიას აღმართი. ამჟამად აღარ არსებობს, ჩაიკარგა ახალ განაშენიანებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]