ალექსანდრე ოპარინი
ალექსანდრე ოპარინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 მარტი 1894[1] [1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | უგლიჩი[5] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი 1980[6] [7] [8] [2] [1] [1] [9] [3] [4] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ბიოქიმია |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, კალინგის პრემია, Empresa de Ferrocarriles Ecuatorianos, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ლენინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი |
ალექსანდრე ივანეს ძე ოპარინი (რუს. Опарин, Александр Иванович; დ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1894, უგლიჩი — გ. 21 აპრილი, 1980, მოსკოვი) — საბჭოთა ბიოქიმიკოსი, რომელმაც შექმნა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერულად დასაბუთებული თეორია. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1969). ოპარინის უმთავრესი ნაშრომები ეძღვნება მცენარეული ნედლეულის გადამუშავების ბიოქიმიურ საფუძვლებს, ფერმენტების მოქმედებას მცენარეში, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. ოპარინის აზრით სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე ნახშირბადოვანი ნაერთების ევოლუციის შედეგია. ოპარინი იყო სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი (1970-დან, 1977-დან საპატიო პრეზიდენტი), ბულგარეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, კუბის, ესპანეთის, იტალიის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი და გერმანიის ბუნებისმეტყველების აკადემიის „ლეოპოლდინას“ წევრი. ლენინური (1974) და ალექსი ბახის სახელობის პრემიების ლაურეატი. 1979 წელს მიენიჭა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი. 1977 წელს სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა ალექსანდრე ოპარინის სახელობის ოქროს მედალი. დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე საზღვარგარეთის ორდენებით და მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 539.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 NooSFere — 1999.
- ↑ 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 3.0 3.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Опарин Александр Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 18 : Никко — Отолиты. — С. 409–410.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1995.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- დაბადებული 2 მარტი
- დაბადებული 1894
- გარდაცვლილი 21 აპრილი
- გარდაცვლილი 1980
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- რუსი ბიოქიმიკოსები
- რუსი ბიოლოგები