შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მახარაძე (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.

ალექსანდრე ქაიხოსროს ძე მახარაძე, (დ. 1896, ბახვი — გ. 25 ოქტომბერი, 1920, რუსეთი) — ქართველი რევოლუციონერი.

1916 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში. 1918 წელს სამეგრელოში ამზადებდა აჯანყებას ალექსანდრე გეგეჭკორთან და შალვა ასკურავასთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1919 წლის ოქტომბრის ბოლოს პარტიამ გაიწვია მოსკოვში. საბრძოლო დავალებით გაგზავნეს ბაქოში. ის დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა საქართველოში, სადაც ასევე დააპატიმრს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1920 წლის თებერვალში გაიქცა. მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრი გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც დაიღუპა ერთ-ერთი შეტაკების დროს.