ალექსანდრე გამყრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე გამყრელიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1918, ონის რაიონი, სოფელი ჯინჭვისი — გ. 29 ივლისი, 1971) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათცოდნე.

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

1945–1965 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ლიტერატურათცოდნე, 1948 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]