ალექსანდერ გრეიამ ბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდერ გრეიამ ბელი
Alexander Graham Bell.jpg
დაბ. თარიღი 3 მარტი 1847(1847-03-03)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ედინბურგი
გარდ. თარიღი 2 აგვისტო 1922(1922-08-02)[4] [2] (75 წელი) ან 1 აგვისტო 1922(1922-08-01)[1] (75 წელი)
გარდ. ადგილი Beinn Bhreagh
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
აშშ
სამეცნიერო სფერო ლოგოპედია
მუშაობის ადგილი ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და სამეფო უმაღლესი სკოლა
მეუღლე მაბელ გარდინერ ჰაბარდი
მამა ალექსანდერ მელვილ ბელი
ჯილდოები ედისონის მედალი, ელიოტ კრესონის მედალი, ჯონ ფრიცის მედალი, ჰიუზის მედალი, ეროვნული ავიაციის დიდების დარბაზი, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი და ალბერტის მედალი
ხელმოწერა Alexander Graham Bell (signature).svg

ალექსანდერ გრეიამ ბელი[5] (ინგლ. Alexander Graham Bell; დ. 3 მარტი, 1847 — გ. 2 აგვისტო, 1922) — ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი. წარმოშობით შოტლანდიელი. დაამთავრა ედინბურგის და ლონდონის უნივერსიტეტები. ბაბუამისის ხელმძღვანელობით სწავლობდა რიტორიკას. 16 წლის ასაკში ვესტონ-ჰაუსის აკადემიაში გახდა რიტორიკისა და მუსიკის მასწავლებელი. 1865 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ასისტენტად, მამამისთან — ლონდონის უნივერსიტეტის რიტორიკის პროფესორთან. 1870 წელს ბელის ოჯახი გადასახლდა ბრანტფორდში (ონტარიოს პროვინცია, კანადა). 1872 წელს ბელმა ბოსტონში გახსნა ყრუთა სკოლის მასწავლებელთა მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულება. 1873 წლიდან მეტყველების ორგანოების ფიზიოლოგიის პროფესორია ბოსტონის უნივერსიტეტში. 1876 წელს აშშ-ში აიღო პატენტი მის მიერ გამოგონებულ ტელეფონზე, შემდეგ კი მემბრანაზე და არმატურაზე. სხვებთან ერთად გამოაქვეყნა შრომები და აიღო პატენტი ბგერის ჩაწერისა და აღწარმოების დარგში (1884-1886).[6]

1898 წელს ბელი აირჩიეს ბოსტონის სმითსონის ინსტიტუტის გამგეობის წევრად. ბელის სხვა გამოგონილებებიდან არის — ედისონის ფონოგრაფის სრულყოფა, მოქნილი ელერონების გამოყენება უხეშ საყრდენ ზედაპირთან ერთად თვითმფრინავების ფრენის მართვისთვის. ბელმა გამოაქვეყნა 100-მდე სტატია და მიიღო 30 პატენტი. მინიჭებული ჰქონდა ალესანდრო ვოლტას პრემია. 1877 წელს დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119408643 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC
  4. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  5. ალექსანდერ გრეიამ ბელი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 283, თბ., 1977 წელი.
  7. ალექსანდერ გრეიამ ბელი — კოლიერის ენციკლოპედია