ალესანდრო ვოლტა
ალესანდრო ვოლტა | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 18 თებერვალი 1745[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [9] |
დაბ. ადგილი | კომო[12] [9] |
გარდ. თარიღი | 5 მარტი 1827[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [9] [9] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | კომო[12] [9] |
დასაფლავებულია | tomb of Alessandro Volta |
მოქალაქეობა |
მილანის საჰერცოგო Cisalpine Republic Kingdom of Italy ლომბარდო-ვენეციის სამეფო |
ეროვნება | Tigania |
საქმიანობა | ფიზიოლოგია |
მუშაობის ადგილი | პავიის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სამეფო საზოგადოების წევრი და კოპლის მედალი[13] [14] |
გრაფი ალესანდრო ვოლტა (იტალ. Alessandro Giuseppe Antonio Anastasio Volta; დ. 18 თებერვალი, 1745 — გ. 5 მარტი, 1827) — იტალიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი,[15][16] რომელსაც მიაწერენ პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შექმნას.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალესანდრო დაიბადა 1745 წელს მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ კომოში, შეძლებული ფილიპ ვოლტას ოჯახში. იგი ოცი წლისა გიმნაზიაში ფიზიკას ასწავლიდა, ხოლო 25 წლისა პავიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
დამსახურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია. გალვანის ცდა დაეხმარა ვოლტას პირველი დენის წყაროს შექმნაში. ამ წყაროს „ვოლტას სვეტს“ (ნახ. 1) უწოდებენ. ვოლტას სვეტი ქიმიური დენის წყაროების წარმომადგენელია. იგი არის გალვანური ელემენტების შეერთება ანუ ბატარეა. ბატარეის ბოლოების შეერთებით მიიღებოდა კონტური, რომელსაც შემდგომში ელექტრული წრედი უწოდეს.
ვოლტამ აიღო რამდენიმე დუჟინი (12 ცალი) ერთი დუიმის (2,54 სმ.) დიამეტრის მრგვალი სპილენძის ფირფიტა, ამდენივე კალისა. შემდეგ ფოროვანი მასალის (მუყაო, ტყავი) რგოლები გამოჭრა. ყველა ეს ფირფიტა ერთმანეთზე მონაცვლეობით სვეტებად განალაგა და ყოველ წყვილს შორის მჟავაში დასველებული მუყაოს რგოლი ჩაუდო. როცა შეეხო ერთი ხელით ზედა ფირფიტას, ხოლო მეორეთი ქვედას, იგრძნო, რომ ელექტროობამ დაარტყა. ეს მოხდა 1800 წელს. ასე შეიქმნა პირველი ქიმიური დენის წყარო „ვოლტას სვეტი“.
ალექსანდრო ვოლტის პატივსაცემად ძაბვის ერთეულს ვოლტი უწოდეს.
ვოლტას ცხოვრებამ ბედნიერად და უშფოთველად ჩაიარა. ბედმა დაასაჩუქრა სახელითა და დიდებით, გაათავისუფლა მატერიალური საზრუნავისაგან.
ალექსანდრო ვოლტა გარდაიცვალა 1827 წლის 5 მარტს კომოში, სადაც გაატარა მთელი მისი ახალგაზრდობა.
პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- De vi attractiva ignis electrici (1769) (On the attractive force of electric fire)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Volta and the "Pile" დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- Alessandro Volta Google Doodle
- Alessandro Volta
- Count Alessandro Volta
- Alessandro Volta (1745-1827)
- Electrical units history.
- References to Volta in European historic newspapers
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Dr. Constant v. Wurzbach Volta, Alexander Graf // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 51. — S. 280.
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Academy of Sciences of Turin — 1757.
- ↑ 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 11.0 11.1 Bibliothèque interuniversitaire de Santé — 2011.
- ↑ 12.0 12.1 Вольта Алессандро // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 5 : Вешин — Газли. — С. 341.
- ↑ Award winners
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ Giuliano Pancaldi, "Volta: Science and culture in the age of enlightenment", Princeton University Press, 2003.
- ↑ Alberto Gigli Berzolari, "Volta's Teaching in Como and Pavia" - Nuova voltiana