ალენ-ფურნიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალენ-ფურნიე
Alain-Fournier in 1905.jpg
ალენ ფურნიე 1905 წელს
მშობ. სახელი ფრანგ. Alain-Fournier
დაბ. თარიღი ანრი ფურნიე
3 ნოემბერი, 1886
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1914
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პროფესია ფრანგი მწერალიდა ჯარისკაცი

ალენ-ფურნიე (ფრანგ. Alain-Fournier; ფსევდონიმი; ნამდ. სახელი ანრი ფურნიე; დ. 3 ნოემბერი, 1886 - გ. 22 სექტემბერი, 1914) — ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი. ავტორია ერთადერთი რომანის "დიდი მოლნი" (Le Grand Meaulnes, 1913 წელი), რომლის საფუძველზე გადაღებულია ორი კინოფილმი, ხოლო თვით ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული.

დაიბადა 1886 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ლა-შაპელ-დ'ანჟიონში. სახელი გაითქვა რომანის წყალობით, რომელშიც ლირიკული მანერით აღწერილი აქვს ბავშვობის წლების, სკოლის, თამაშების და ყმაწვილკაცობის ფიქრების მოგონებები. რომანში შერწყმულია დინამიური სიუჟეტი და რომანტიკული ინტრიგა ფრანგული პროვინციული ცხოვრების რეალისტური აღწერით.

რომანის გამოცემის შემდეგ ალენ-ფურნიე შეძლებული მეწარმე კლოდ კაზიმირ-პერიეს მდივნად მოეწყო, რომელთან ერთადაც მუშაობდა წიგნზე "ბრესტი, ტრანსატლანტიკური პორტი" (ფრანგ. Brest, port transatlantique). მწერალი ფრონტზე დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წლის 22 სექტემბერს, სან-რემის ტყეში ვერდენთან, მარნთან პირველი ბრძოლისას.