ალბრეხტ II (საქსონია-ვიტენბერგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბრეხტ II ფონ საქსონია-ვიტენბერგი

ალბრეხტ II ფონ საქსონია-ვიტენბერგი (გერმ.: Albrecht II. von Sachsen-Wittenberg) (* დაახ. 1250; გ. 1298, აკენი) — საქსონია-ვიტენბერგის ჰერცოგი 1260-1298 წლებში და საქსონიის პფალცგრაფი.

მამის სიკვდილის შემდეგ ალბრეხტმა და მისმა ძმამ მამული გაიყვეს. ძმას საქსონია-ლაუენბურგი შეხვდა, ხოლო ალბრეხტს საქსონია-ვიტენბერგის საკურფიურსტო. ალბრეხტის რეზიდენცია ქალაქ ვიტენბერგში იყო, საიდანაც იგი აწარმოებდა თავის დამპრობლურ ლაშქრობებს. მთელი თავის მმართველობის განმავლობაში ალბრეხტი ეომებოდა მაგდებურგის არქიეპისკოპოსს გიუნტერს. 1278 წელს ალბრეხტი საბოლოოდ დამარცხდა. ქალაქ პაინესთან გამართულ ბრძოლაში გამარჯვებით ალბრეხტმა შეძლო ხელი შეეშალ გიუნტერ ფონ მაგდებურგის ჯარებისათვის დაეკავებინათ ვიტენბერგი, თუმცა იძულებული გახდა შერიგებოდა ამ უკანასკნელის მიერ ქალაქების ნიმეგკის და ბელციგის განადგურებას.

გამუდმებულმა ომებმა ალბრეხტის სალარო დააცარიელა და იძულებული გახდა ჯარის მიწოდების სანაცვლოდ ვიტენბერგისათვის 1293 წელს ქალაქის უფლებები მიენიჭებინა. 1298 წელს ქალაქ აკენთან კვლავ გაიმართა ბრძოლა ალბრეხტ II-სა და არქიეპისკოპოს გიუნტერ ფონ მაგდებურგის ჯარებს შორის. ბრძოალ ალბრეხტის დამარცხებით დამთავრდა და იგი თვითონ ბრძოლის ველზე დაეცა.