ალბერტ ლინჩი
ალბერტ ლინჩი | |
---|---|
დაიბადა | 26 სექტემბერი, 1860[1] [2] |
დაბადების ადგილი | Gleisweiler[1] |
გარდაიცვალა | 1950[3] [1] |
გარდაცვალების ადგილი | მონაკო[1] |
ჟანრი | პორტრეტი და საჟანრო ფერწერა |
ალბერტ ლინჩი (ესპ. Albert Lynch; დ. 1860, გლაისვაილერი, (რაინლანდ-პფალცის ტერიტორია) — გ. 1950, მონაკო) — პარიზელი მხატვარი, წარმოშობით პერუდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბერტო ფერნანდო ლინჩი დაიბადა 1860 წლის 26 სექტემბერს გლაისვაილერში[4] და მოინათლა იქ 1861 წლის 21 მარტს [5] მისი მამა, დიეგო ლინჩი, დაიბადა ჩაჩაპოიასში (პერუ), 1812 წლის ნოემბერში, ვაჭრების ოჯახში და გადავიდა პარიზში 1840-იანი წლების ბოლოს. მისი დედა იყო ადელ ბერტა ემა კეფლერი (დ. 1834 ან 1835), გერმანელი პეიზაჟისტის თომას კეფლერის ქალიშვილი, რომელიც მუშაობდა პარიზში 1850-იან წლებში. ისინი დაქორწინდნენ ნიუ-იორკში 1852 წლის 9 მაისს.[6]
ოჯახი დაბრუნდა პარიზში, სადაც ალბერტ ლინჩი შემდგომში სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში, მხატვრების ჟიულ ნოელის, გაბრიელ ფერიესა და ანრი ლემანის ხელმძღვანელობით. მან გამოფენები მოაწყო პარიზის სალონში 1890 და 1892 წლებში,[7] და განაგრძო იქ რეგულარულად გამოფენა მინიმუმ 1934 წლამდე [8] 1900 წლის უნივერსალურ ექსპოზიციაზე მან მიიღო ოქროს მედალი. 1901 წელს კი მიიღეს საპატიო ლეგიონში.
მისი საყვარელი საგანი ხატვაში მისი დროის ქალები იყვნენ. უპირატესობას ანიჭებდა პასტელს, გუაშსა და აკვარელს, თუმცა ხანდახან ზეთითაც მუშაობდა. მისმა ნამუშევრებმა შეინარჩუნა მშვენიერი ეპოქის სული. მან მოახდინა წიგნების ილუსტრირება: ალექსანდრე დიუმას (შვილი) „ქალი კამელიებით“, ონორე დე ბალზაკის „მამა გორიო“ და ანრი ბეკის „პარიზელი“.
ლინჩი 1930 წელს გადავიდა მონაკოში, სადაც გარდაიცვალა 1950 წელს.
ლინჩის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებისა და ადგილების შესახებ ცნობებში გარკვეული შეუსაბამობაა. 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ პარიზში ძლიერი ანტიგერმანული გავლენის გათვალისწინებით, ლინჩს, როგორც ჩანს, თავისი წარმომავლობის დამალვა მოუწია. ზოგადად გავრცელდა, რომ ის დაიბადა ქ. პერუში, ლიმაში ან ტრუხილოში.[9] [10] 1851 წლის დაბადების თარიღი და 1912 წლის გარდაცვალების თარიღი ასევე ხშირად იყო წარმოდგენილი.[11] არცერთი ეს არ არის სწორი.[12]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ელეგანტური ქალის პორტრეტი
-
დიუმას რომანის „ქალი კამელიებით“ ილუსტრაცია
-
ელეგანტურობა
-
წერილი
-
ჟანა დ’არკი, 1903
-
ქალბატონი შავი ტურბანით
-
ახალგაზრდა გოგონა თმაში ყვავილებით
-
ხარების ბრძოლის დროს
-
ქალის პორტრეტი
-
მანონ ლესკო
-
სადილის შემდეგ
-
ბაღიდან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალბერტ ლინჩი“ ვიკისაწყობში.
- Works by or about Albert Lynch at Internet Archive
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.artuk.org/artdetective/discussions/discussions/can-more-be-found-about-peruvian-artist-albert-lynch-b-1851-what-is-his-date-of-death
- ↑ Archives de Paris
- ↑ Art UK — 2003.
- ↑ Stated in Lynch's marriage record in 1896, witnessed by his mother, elder brother, nephew, and brother in law. pdf Original digitisation available from the Archives de Paris (scroll forward nine pages)
- ↑ Baptism summary, via familysearch.org
- ↑ extensive thread from 2016 on the "Art Detective" board of the Art UK website investigates Lynch's career and family background in some depth, with detailed referencing. Accessed 17 October 2019
- ↑ 1879 Catalogue of the Paris Salon, p. 350
- ↑ An extensive thread from 2016 on the "Art Detective" board of the Art UK website investigates Lynch's career and family background in some depth, with detailed referencing. Accessed 17 October 2019
- ↑ Marie Robinson Wright (1909), The Old and New Peru, p. 230 "Albert Lynch, also a Peruvian, a native of Trujillo, is among the famous painters at the French capital." (via archive.org)
- ↑ The Mentor - World Traveler (1927). Vol 15, page 32. "Albert Lynch was born in Lima, Peru, in 1851, but was essentially a French painter of the Paris schools." (snippet, via Google Books)
- ↑ Albert Lynch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-18. ციტირების თარიღი: 2023-04-06.
- ↑ extensive thread from 2016 on the "Art Detective" board of the Art UK website investigates Lynch's career and family background in some depth, with detailed referencing. Accessed 17 October 2019