შინაარსზე გადასვლა

ალბერტ დილბარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალბერტ მიხეილის ძე დილბარიანი (დ. 2 დეკემბერი, 1928, თბილისი, — გ. 17 აპრილი, 1991, იქვე) — საქართველოში მოღვაწე მხატვარი, ფერმწერი, ეროვნებით სომეხი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1952, უჩა ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1952 წლიდან. შესრულებული აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები: „ბოტანიკურ ბაღში" (1953), „ნორჩი ნატურალისტები" (1957), „მერცხლები" (1958), „სამუშაოდან დაბრუნება" (1960), „ზეიმის წინ" (1962), „საჩუქრები ფრონტისათვის (1964), „რთველი" (1969), „მსხლები" (1969), „ძველი თბილისი" (1965, 1972), „თბილისის ეზო" (1977), „მხატვრის სამყარო" (1980), „ნატურმორტი" (1983), „ოჯახი" (1985) და სხვ. მონაწილეობდა საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში. დილბარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში (2007, გალერეა „ვერნისაჟი").

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ დილბარიანი — ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა