ალბატეგნიუსი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ალბატეგნიუსი | |
| ლათ. Albategnius | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.65 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 130.84 კმ[2] |
| მოცულობა | 18460.67 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.93 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ალ-ბათანი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 11.14° ს. გ. 4.01° ა. გ. / 11.14° ს. გ. 4.01° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ალბატეგნიუსი | |
კრატერი ალბატეგნიუსი (ლათ. Albategnius) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა შუა საუკუნეების არაბი ასტრონომისა და მათემატიკოსის, ალ-ბათანის (ლათინიზებულად „ალბატეგნიუსი“) პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ალ-ბათანის (ინგლ. al-Battani) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „ალბატეგნიუსი“ (ლათ. Albategnius). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალბატეგნიუსი“ და არა „ალ-ბათანი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Аль-Баттани).[3]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს ალფონსუსისა და პტოლემეოსის კრატერების აღმოსავლეთით მთიან მხარეში. კრატერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაფარავს კლეინის კრატერი; კრატერის ჩრდილოეთით არის კრატერები ჰიპარქეს, ჰალეის, ჰინდის, მიულერის; აღმოსავლეთით არის რიჩის კრატერი; სამხრეთ-აღმოსავლეთით არის ბერნემის კრატერი; სამხრეთით არის ვოგელის და პაროტის კრატერები[4]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 11°08′S 4°01′E / 11.14° ს. გ. 4.01° ა. გ., დიამეტრი — 130.84 კმ,[2] სიღრმე — 2.93 კმ.[1]
კრატერის თასი შედარებით ბრტყელია, სავსეა ლავით, სავარაუდოდ იმბრიული ზემოქმედების შედეგად და აქვს ორმოცზე მეტი პატარა კრატერი. კრატერის ცენტრალური მწვერვალი (ალბატეგნიუსი α), დასავლეთით გადაადგილებულია კრატერის ცენტრიდან, აქვს სიგრძე დაახლოებით 20 კმ და სიგანე დაახლოებით 10 კმ, მწვერვალის სიმაღლე ფსკერზე მაღლა. კრატერის თასი არის დაახლოებით 1500 მ. მწვერვალზე არის პატარა, შედარებით სუფთა კრატერი. კრატერის რგოლი მასიურია, არარეგულარული მრავალკუთხა ფორმის, გატეხილი მრავალი რღვევითა და ხეობით, მრავალი მაღალი მწვერვალებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კრატერის ზვინულის სიმაღლე 4000 მ-ს აღწევს, კრატერის ზვინულის საშუალო სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ 1.65 კმ,[1] კრატერის მოცულობა 18460.67 კმ³-ია.[1]
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Albategnius
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Аль-Баттани на карте LAC-77.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
