ალბანოლოგია
ალბანოლოგია — ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინარული განშტოება, რომელიც ალბანეთის ენას, ტრადიციულ სამოსს, ლიტერატურას, ხელოვნებას, კულლტურასა და ისტორიას შეისწავლის. კვლევის პროცესში ლიტერატურის, ლინგვისტიკის, არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის მეცნიერული მეთოდები გამოიყენება. უმთავრესი საკვლევი საკითხი ალბანური ენაა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ ალბანოლოგად მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე იოჰან ერიხ თუნმანი მიიჩნევა. მან ალბანელთა ავტოქთონობის თეორია წამოაყენა[1] და ასევე წარმოადგინა ილირიული წარმოშობის თეორია.[2][3] მოგვიანებით, გუსტავ მეიერმა დაამტკიცა, რომ ალბანური ენა ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდა.[4]
მეოცე საუკუნეში ალბანოლოგიაში ცოდნა უფრო გააღრმავეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც ნორბერტ იოკლი, კარლ რეინჰოლდი, ფრანც ნოპჩა იყვნენ.
1939-1943 წლებში ალბანურის სწავლების სამეფო ინსტიტუტის დაარსების შემდეგ ალბანოლოგია ინსტიტუტციურ დონეზე ისწავლებოდა. ეს ინსტიტუტი 1972 წელს დაარსებული ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წინამორბედი იყო. 1960-იან წლებში კოსოვოში (მაშინდელი იუგოსლავიის ნაწილი) პრიშტინას ალბანოლოგიური ინსტიტუტიც დაარსდა,[5] თუმცა ამ ინსტიტუტის ბირთვი ჯერ 1953 წლის 1 ივნისს პრიშტინას ცენტრში, ერთ-ერთ ძველ შენობაში ოთხმა ადამიანმა ჩამოაყალიბა. 1955 წლის 25 დეკემბერს პოლიტიკური რეპრესიების დროს ინსტიტუტი იუგოსლავიის ხელისუფლებამ დახურა. 1966 წელს ინსტიტუტი ბრიონი პლენუმმა ხელახლა დააარსა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Elsie, Robert (19 March 2010). Historical Dictionary of Albania. Scarecrow Press, გვ. 159. ISBN 978-0-8108-7380-3. „იოჰან ერიხ თუნმანმა (1746-1778), ჰალის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პირველმა განავრცო თეორია ალბანელთა ავტოქთონობის შესახებ“
- ↑ Schwandner-Sievers, Stephanie; Fischer, Bernd Jürgen (2002) Albanian Identities: Myth and History. Indiana University Press, გვ. 75. ISBN 0-253-34189-2. „აგრეთვე, ილირიელთა თეორიის პირველი მთავარი აღწერა გერმანელმა სწავლულმა, იოჰან თნმანმა 1774 წელს გამოაქვეყნა...“
- ↑ Stipčević, Aleksandar (1977). The Illyrians: history and culture. Noyes Press, გვ. 73. ISBN 978-0-8155-5052-5. „პირვველი, ვინც ნათლად ჩამოაყალიბა ალბანელთა ილირიული წარმოშობის თეზისები იყო მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი ისტორიკოსი იოჰან თუნმანი“
- ↑ Philip Baldi (1983). An Introduction to the Indo-European Languages. SIU Press, გვ. 87–88. ISBN 978-0-8093-1091-3. „In fact, Albanian was not established definitively Indo-European until the latter part of the nineteenth century, when certain structural and lexical correspondences that demonstrated the Indo-European character of the language were noted (especially by Gustav Meyer)“
- ↑ Spiro J. Shetuni (2011). Albanian Traditional Music: An Introduction, with Sheet Music and Lyrics for 48 Songs. McFarland, გვ. 17. ISBN 978-0-7864-8630-4. „In the 1960s, the Albanology Institute of Prishtinë was founded in Kosovo.“
- ↑ Robert Elsie (15 November 2010). Historical Dictionary of Kosovo. Scarecrow Press, გვ. 26. ISBN 978-0-8108-7483-1. „The core of the present Albanological Institute was founded on 1 June 1953 with four staff members: Ilhami Nimani, Selman Riza,“