ალბანეთის სამთავროები
ალბანეთის სამთავროები (1371—1479) — პერიოდი ХIV-ХV სს. ალბანეთის ისტორიაში, როცა დაიწყო ეთნიკურ ალბანელებში სახელმწიფოებრიობის მკვეთრი აქტივიზაცია. ამ პერიოდში თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე, ეპირსა და კოსოვოს ნაწილში ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი რამდენიმე პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. აქამდე, 1191—1255 წწ. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩრდილოეთ ალბანეთსი წარმოიქმნა არბერის სამთავრო, მაგრამ ის თავიდან შეიყვანეს კვლავ აღორძინებული ბიზანტიის იმპერიაში, ხოლო მოგვიანებით დაიპყრო სერბეთის სამეფომ. ალბანელთა სახელმწიფოებრივი გაძლიერება მეორედ დაიწყო სერბეთის სამეფოს დაცემის შემდეგ 1371 წლიდან თუმცა ჯერ კიდევ 1350-ანი წლებიდან ის აკონტროლებდა თითქმის მთელი ალბანეთის მიწებს. ბერძენი პალეოლოგოსები უკვე დიდი ხნის დასუსტებული იყვნენ თურქთა მიერ, ხოლო ვენეციელთა და ჯვაროსანთა ხელისუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ ზღვისპირეთის ტერიტორიებზე. 1444 წელს ალბანეთის სამთავროებენ დგამენ გაერთიანებისაკენ პირველ ნაბიჯებს. ასე წარმოიქმნა ლეჟის ლიგა, რომლის მიზანი იმ პერიოდში იყო ალბანეთის მიწების მიმართ (მაშინ ქრისტიანული მიწები) ოსმალთა დამპყრობლური გეგმებისათვის ხელის შეშლა. 1479 წელს ლიგის წინააღმდეგობა გატყდა. მთელი ალბანეთი შევიდა ოსმალთა იმპერიაში.
ალბანეთის სამთავროთა სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სამთავრო | დროშა | პერიოდი |
---|---|---|---|
1 | არბერია | 1190-1255 | |
2 | ანგელოკასტრონისა და ლეპანტოს დესპოტატი | 1358-1374 | |
3 | ვალონის სამთავრო | 1332-1417 | |
4 | არტის დესპოტატი | 1358-1416 | |
5 | გიპოკასტრის სამთავრო | 1386-1434 | |
6 | ლეჟის ლიგა | 1444-1479 | |
7 | მუზაკის სამთავრო | 1335-1444 | |
8 | კასტრიოტის სამთავრო | 1389-1444 | |
9 | დუკაჯინის სამთავრო | 1387-1444 | |
10 | ალბანეთის სამთავრო | 1368-1444 | |
11 | არიანიტის სამთავრო | 1432-1444 |