შინაარსზე გადასვლა

ალბანეთის სამეფო (შუა საუკუნეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ალბანეთის სამეფო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალბანეთის სამეფო (მრავალმნიშვნელოვანი).
ალბანეთის სამეფო
Regnum Albaniae
Mbretëria e Shqipërisë

ნეაპოლის სამეფოს კოლონია

 

12721368
ანჟუ-სიცილიის დინასტიის გერბი

ალბანეთის სამეფო მისი მაქსიმალური ტერიტორიით.
დედაქალაქი დურესი
ენა ალბანური, ლომბარდიული
რელიგია კათოლიციზმი
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია მეფე
 - 1272–1285 შარლ I ანჟუელი
 - 1366–1368 ლუდოვიკო
შუა საუკუნეები
ისტორია
 - დაარსება 1272
 - გაუქმება 1368

ალბანეთის სამეფო (ალბ. Mbretëria e Shqipërisë, ლათ. Regnum Albaniae) — დააარსა შარლ I ანჟუელმა დღევანდელი ალბანეთის ტერიტორიაზე, რომელიც მან ეპირის დესპოტატისგან 1271 წელს დაიპყრო. მან მიიღო ალბანეთის მეფის ტიტული 1272 წლის სექტემბერში. სამეფოს ტერიტორია ქალაქ დურესიდან სანაპიროს ზოლის გაყოლებით სამხრეთით ბუტრინტიმდე ვრცელდებოდა.კონსტანტინოპოლისკენ წაწევის მისი შემდგომი მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა (ბერატის ალყა). შარლის პოზიციები ასევე დაასუსტა სიცილიაში მის წინააღმდეგ მომხდარმა წარმატებულმა აჯანყებამ. ალბანეთის სამეფო შემდგომში ეპიროტებმა შეავიწროვეს და მის მფლობელობაში მხოლოდ ქალაქი დურესი და მისი შემოგარენი დარჩა. მიუხედავად ამისა ის 1368 წელს კარლ ტოპიას მიერ დაპყრობამდე ანჟუ-სიცილიის დინასტიის გამგებლობაში რჩებოდა. 1392 კარლ ტოპიას შვილმა ქალაქი ვენეციის რესპუბლიკას ჩააბარა.

შარლმა ალბანეთზე უფლებები თავის შვილ ფილიპს 1294 წელს გადასცა. ფილიპე ტახტზე ავიდა როგორც ალბანეთის სამეფოს ლორდი.

1332 წელს რობერტმა შეცვალა მამამისი ფილიპე. რობერტის ბიძამ მას ალბანეთის სამეფოს ნაცვლად შესთავაზა აქაიას სათავადო და 5,000 უნცია ოქრო. რაზეც რობერტი დათანხმდა და ალბანეთის მმართველი გახდა ჰერცოგი.

1368 წელს დურესი დაიპყრო კარლ ტოპიამ, მისი უფლებები აღიარა ვენევიის რესპუბლიკამ და უწოდა აბანეთის პრინცი.

  • Abulafia, David (1996), „Intercultural contacts in the medieval Mediterranean“, Arbel, Benjamin, Intercultural contacts in the medieval Mediterranean, Psychology Press, pp. 1–13, ISBN 978-0-7146-4714-2
  • Abulafia, David (1996), „The Italian South“, Jones, Michael, The New Cambridge Medieval History, Volume VI: c. 1300-c. 1415, Cambridge University Press, pp. 488–514, ISBN 978-0-521-36290-0
  • Anamali, Skënder; Prifti, Kristaq (2002) Historia e popullit shqiptar në katër vëllime (Albanian). Botimet Toena. ISBN 978-99927-1-622-9. 
  • Bartusis, Mark C. (1997), The Late Byzantine Army: Arms and Society 1204–1453, University of Pennsylvania Press, ISBN 978-0-8122-1620-2