ალაპაევსკის სამების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალაპაევსკის სამების საკათედრო ტაძარი
Trinity church in Alapayevsk, 6 July 2013 2.jpg
ალაპაევსკის სამების საკათედრო ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°51′24″ ჩ. გ. 61°42′07″ ა. გ. / 57.85667° ჩ. გ. 61.70194° ა. გ. / 57.85667; 61.70194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ალაპაევსკი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600001124
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

ალაპაევსკის სამების საკათედრო ტაძარი (რუს. Свято-Троицкий собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ალაპაევსკში. ტაძრის დაარსება თარიღდება 1702 წლით.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასასრულს სოფელ ალაპაევსკისა და სხვა სოფლების მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ტობოლსკის ეპარქიის ხელმძღვანელობას, რათა აეშენებინათ მათ დასახლებაში ტაძარი და ჩამოეყალიბებინათ მორწმუნეთა თვითმმართველი თემი. თხოვნა გაითვალისწინეს და 1702 წელს მათ საკუთარი ფინანსებით ააშენეს მცირე ქვის ტაძარი ალექსი ღვთისკაცის სახელზე. 1771 წელს გადაწყვიტეს ხის ჭერი და სამრეკლო შეეცვალათ ქვით და ალექსი ღვთისკაცის ეკლესიისათვის მიეშენებინათ ქვის ეგვტერი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე. ახალი ეგვტერი აკურთხა ბოგოიავლინსკის მონასტრის არქიმანდრიტმა ისაიამ. 1793 წელს ალაპაევის სამღვდელო შტატმა გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი, ცივი ტაძარი სამების სახელზე და გადაეკეთებინათ ალექსი ღვთისკაცის ტაძარი. 1798 წლის 8 დეკემბერს ალექსი ღვთისკაცის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა მთელი ხის გადახურვა. ხანძრის გამო სამების სახელობის ეგვტერის აგება გაჭიანურდა და მისი კურთხევა მოხდა მხოლოდ 1816 წელს. ამავე პერიოდში არამყარი გრუნტის გამო სამრეკლო დაშორდა მთავარ ტაძარს და დაცემის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამიტომ 1831 წელს სამრეკლო დაანგრიეს და მის ადგილზე 1832-1833 წლებში ააშენეს ახალი.

1912 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შედეგად ტაძარმა საკათედროს სტატუსი მიიღო.

1918 წელს ეკლესიას სტუმრობდა თავადი რომანოვები და ელისაბედ თევდორეს ასული, რომლებიც იმყოფებოდნენ პატიმრობაში და მოკლეს ალაპაევსკის ახლოს. 1918 წლის 1 ნოემბერს აღმოაჩნეს ალაპაევსკის მოწამეების ცხედრები და გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში. ისინი დაასაფლავეს ტაძრის აკლდამაში და შესასვლელი აგურით ამოაშენეს[1].

1932 წლიდან 1992 წლამდე საკათედრო ტაძრის შენობაში განთავსებული იყო პურის ქარხანა.

1991 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1992 წლიდან სამების ეკლესია საპატრიარქოს მეტოქია. 1999 წლის 8 აგვისტოს ეკლესია აკურთხა ეკატრინბურგისა და ვერხოტურის მთავარეპისკოპოსმა ვიკენტიმ. 1990-იანი წლების ბოლოს აღადგინეს აკლდამაც, რომელიც რომანოვების დინასტიის მოწამეების დროებითი დასაკრძალი იყო[2].

2016 წელს შტორმა, რომელიც ეკატერინბურგში 20-21 მარტის ღამეს ბობოქრობდა, ჩამოაგდო ტაძრის სამრეკლოს წვერი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]