ალანიის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალანიის ციხესიმაგრე
მდებარეობა ალანია, თურქეთი
სტატუსი ციხესიმაგრე
ისტორია
თარიღდება 1226
დამკვეთი ალაედინ ქეიყუბადი
ხუროთმოძღვრული ტიპი სელჩუკური არქიტექტურა
ალანიის ციხესიმაგრე — თურქეთი
ალანიის ციხესიმაგრე
ალანიის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ალანიის ციხესიმაგრე (თურქ. Alanya Kalesi) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ალანიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის უდიდესი ნაწილი ააგეს XIII საუკუნეში მას შემდეგ რაც 1220 წელს რუმის სელჩუკთა სულთანმა ალაედინ ქეიყუბად I-მა ქალაქი დაიპყრო. სამშენებლო კამპანია მოიცავდა წითელ კოშკსაც.

ციხესიმაგრე ააგეს ადრინდელი ბიზანტიური ხანისა და რომაული ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთებზე. მას შემდეგ, რაც ტერიტორია გადავიდა ოსმალეთის იმპერიის მფარველობაში, ციხესიმაგრემ დაკარგა წმინდა თავდაცვითი ფუნქცია და XIX საუკუნის განმავლობაში მისი კედლების შიგნით აშენდა მრავალი ვილა. დღეს შენობა ღია ცის ქვეშ მუზეუმია. ზღვისპირა ციხეზე შესვლა ფასიანია, მაგრამ კედლის შიგნით არსებული ტერიტორიის დიდი ნაწილი ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.

ციხესიმაგრე მდებარეობს 250 მეტრიან კლდოვან ნახევარკუნძულზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია შეჭრილი და ზღვა იცავს მას სამი მხრიდან. ციხესიმაგრის კედლის სიგრძეა 6,5 კილომეტრი და მოიცავს 140 კოშკს.

2000 წლიდან ქალაქი ალანია ციხესიმაგრით და არსენალით შეტანილია იუნესკოს საცდელ სიაში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Alanya in line for 'World Heritage' tag“. Hürriyet. February 4, 2009. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
    - „5 more sites from Turkey on UNESCO’s World Heritage Tentative List“. Today's Zaman. April 24, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2009. ციტირების თარიღი: April 24, 2009.