ალალი
იერსახე
ალალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მამალი (წინ) და დედლები (უკან) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Falco columbarius (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22696453 | |||||||||||||||
|
ალალი (ლათ. Falco columbarius) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ალალის სხეულის სიგრძეა 30-35 სმ, წონა - 150-200 გრამი. დედალი მამალზე დიდია. ზურგი მუქი რუხი ფერისა აქვს, მუცელი წითური. ალალი გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ტყეებსა და ტყე-ტუნდრის ზონაში, აგრეთვე აზიის ველებსა და მთებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან ზამთრობით საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული ალალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 264.