ალადინი (2019 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალადინი

ფილმის ლოგო
ინგლ. Aladdin
რეჟისორი გაი რიჩი
პროდიუსერი

დან ლინი

ჯონათან ეირიხი
როლებში
  • უილ სმიტი
  • მენა მასუდი
  • ნაომი სკოტი
  • მარვან კენზარი
  • ნავიდ ნაღაბან
  • ნასიმ პედრადი
  • ბილი მაგნუსენი
კომპოზიტორი

ალან მენკენი
ჰოვარდ აშმენი
ტიმ რაისი

Pasek & Paul
მწარმოებელი კომპანია

Walt Disney Pictures Rideback

Marc Platt Productions
დისტრიბუტორი

Walt Disney Studios

Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

8 მაისი, 2019 (პარიზი)

24 მაისი, 2019 (აშშ)
ხანგრძლივობა 128 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 183 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1.051 მილიარდი აშშ დოლარი

ალადინი (ინგლ. Aladdin) — 2019 წლის ამერიკული მიუზიკლის სახის ზღაპრული ფილმი, რომელიც წარმოებულია Walt Disney Pictures-ის მიერ. ფილმის რეჟისორია გაი რიჩი, სცენარი კი მან ჯონ აუგუსტთან ერთად დაწერა. ფილმი არის დისნეის 1992 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის გაცოცხლებული ვარიანტი, რომელიც დაფუძნებულია ათას და ერთი ღამის ამავე სახელწოდების ზღაპარზე . [1] ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: უილ სმიტი, მენა მასუდი, ნაომი სკოტი, მარვან კენზარი, ნავიდ ნეგაბანი, ნასიმ პედრადი, ბილი მაგნუსენი და ნუმან აკარი, ხოლო ზოგიერთ სცენას ახმოვანებენ ალან ტუდიკი და ფრენკ უელკერი. ფილმი ალადინის ისტორიის შესახებაა, რომელსაც შეუყვარდება პრინცესა ჟასმინი, დაუმეგობრდება სურვილების ამსრულებელ ჯინს და ებრძვის ბოროტ ჯაფარს.

2016 წლის ოქტომბერში დისნეიმ გამოაცხადა, რომ რიჩი ალადინის გაცოცხლებულ ვარიანტს შექმნიდა. სმიტი იყო პირველი მსახიობი, რომელიც როლზე დამტკიცდა. მან ჯინის როლი შეასრულა და კონტრაქტს ხელი 2017 წლის ივლისში მოაწერა. მასუდმა და სკოტმა ფილმში მონაწილეობა ამავე თვის ბოლოს დაადასტურეს. ფილმის ძირითადი გადაღებები სექტემბერში დაიწყო ინგლისში, სარის საგრაფოში, Longcross Studios- ში, ასევე ზოგიერთი სცენა გადაღებულია იორდანიის უადი-რუმის უდაბნოში. გადაღებები, საბოლოო ჯამში, გაგრძელდა 2018 წლის იანვრამდე. დამატებითი გადაღებები და გაფუჭებული სცენების ხელმეორედ ჩაწერა 2018 წლის აგვისტოში იყო.

ალადინი თეატრალურადგამოვიდა შეერთებულ შტატებში 2019 წლის 24 მაისს. მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რითაც 2019 წლის მეცხრე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა და ყველა დროის 34-ე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო კრიტიკოსების მხრიდან. ალადინი-ში მეტწილად შეაქეს ფილმის მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი და სმიტის, მასუდისა და სკოტის შესრულება, მაგრამ გააკრიტიკეს რიჩის რეჟისურა და სცენარი. მიმდინარეობს გაგრძელება. [2]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება და მსახიობთა შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 ოქტომბერს, 2016 წელს, გაირკვა, რომ გაი რიჩი ალადინი-ის გაცოცხლებულ ვერსისას უოლტ დისნეისთან თანამშრომლობით. სცენარი უნდა შეექმნა ჯონ აუგუსტს, ხოლო პროდიუსერები ჯონათან ეირიხი და დენ ლი უნდა ყოფილიყვნენ. სტუდიაში განაცხადეს, რომ ფილმი იქნებოდა „ამბიციური და არატრადიციული" ალადინის ზღაპრის შესახებ, რომელიც მოიცავს ორიგინალი ფილმის მუსიკალურ ელემენტებს.[3][4]

2017 წლის თებერვალში ლინმა თქვა, რომ ისინი მრავალფეროვან მსახიობებს ეძებდნენ და რომ ისინი არც დილობდნენ „სპარსეთის პრინცის შექმნას" . [5] მსოფლიო კასტინგის ალადინისა და პრინცესა ჟასმინის მთავარი როლების შესასრულებლად დაიწყო 2017 წლის მარტში, ხოლო ფილმის ძირითადი გადაღებები დიდ ბრიტანეთში 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის იანვრამდე გაიმართებოდა.[6] 2017 წლის 19 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ან გაბრიელ იგლესიასი [7] ან უილ სმიტი შეასრულებდნენ ჯინის როლს, ხოლო 2017 წლის ივლისში როლზე უილ სმიტი დამტკიცდა.[8][9][10] 2017 წლის მაისში Little Mix- ის წევრი ჯეიდ თირლვალი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრინცესა ჟასმინის როლის შესრულებისთვის.[11]

2017 წლის 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ალადინის გამოშვება ერთი თვით, 2017 წლის აგვისტომდე გადაიდო, შესაფერისი როლის შემსრულების ვერ აღმოჩენის გამო. ალადინისა და ჟასმინის როლებისთვის ქასთინგზე მონაწილეობა 2000-ზე მეტმა მსახიობმა მიიღო, მაგრამ 20 წლის ასაკის შუა აღმოსავლეთელი ან ინდური წარმოშობის მამაკაცი, რომელსაც მსახიობობდა და სიმღერა შეეძლო ვერ აღმოაჩინეს. ნაომი სკოტი და ტარა სუტარია საბოლოო ორი მსახიობი ქალი იყვნენ, რომლებიც ჯასმინის როლის შესრულებისთვის განიხილებოდნენ, მაგრამ ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას მანამ სანამ ალადინის როლის შემსრულებელთან ერთად საერთო სცენებს არ წარმოადგენდა. სტუდიას თავდაპირველად ალადინის როლის შემსრულებლად დევ პატელი ან რიზ აჰმედი ჰყავდა მხედველობაში, მაგრამ მოგვიანებით მეტად ახალბედა მსახიობის მოძებნა გადაწყვიტეს.[12] აჩარფ კუტეტი, მენა მასუდი და ჯორჯ კოსტუროსი იყვნენ მსახიობები, რომლებიც ამ როლზე მოხვედრას ცდილობდნენ.[13] საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია გაიარა ორმა მიუზიკლში მონაწილე მსახიობმა, მარკ პლატმა და კრის მონტანმა.[14]

2017 წელს, 15 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ალადინის როლს მასოუდი შეასრულებდა, ხოლო ჟასმინისას - სკოტი.[15][16]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2017 წლის 6 სექტემბერს, ინგლისში, სარის საგრაფოში, Longcross Studios- ში და დასრულდა 2018 წლის 24 იანვარს.[17][18][19][20]ფილმის ნაწილი გადაღებულია უადი რუმის უდაბნოში, იორდანიაში. [21] [22] სამეფო კინოს კომისია ასევე იღებდა მონაწიეობას ფილმის გადაღებაში. ზოგიერთი სცენა ხელმეორედ გადაიღეს 2018 წლის აგვისტოში.[23] ფილმის წარმოების დიზაინი შექმნა სამეფო კარის თამშები-ის წარმოების დიზაინერმა ჯემა ჯექსონმა.[24] „პრინცი ალის" სიმღერის ნაწილში 1000 ადამიანი მონაწილეობს.[25] სმიტის როლები ხშირად დაგეგმილი არ იყო და ის იმპროვიზაციას მიმართავდა.[26]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალან მენკენი, რომელიც ორიგინალური ანიმაციის კომპოზიტორია ფილმის კომპოზიტორად აირჩიეს. Pasek &Paul; პოლმა მენკენთან ერთად დაწერა ახალი სიმღერა, ხოლო ძველი სიმღერები განაახლეს მენკენმა, ჰოვარდ აშმამა და ტიმ რაისმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aladdin Press Kit. Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2020. ციტირების თარიღი: May 22, 2019
  2. Brian Welk. (May 22, 2019) 'Aladdin' Remake Rubs Critics Differently, From 'Rip-Roaring Spectacle' to 'Cinematic Karaoke'. ციტირების თარიღი: May 22, 2019
  3. Fleming Jr., Mike. (October 10, 2016) Guy Ritchie To Direct Live Action 'Aladdin' For Disney. ციტირების თარიღი: October 10, 2016
  4. Kit, Borys (October 10, 2016). „Disney's Live-Action 'Aladdin' Enlists Guy Ritchie to Direct“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2018. ციტირების თარიღი: July 11, 2017.
  5. Disney's Live-Action 'Aladdin' Won't Be 'Prince of Persia', Says Producer; Promises Diverse Cast. ციტირების თარიღი: February 8, 2017
  6. Galuppo, Mia (March 9, 2017). „Disney's Live-Action 'Aladdin' Holds Open Casting Call for Leads“. The Hollywood Reporter (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2017. ციტირების თარიღი: March 10, 2017.
  7. Will Smith May Be The Genie In 'Aladdin' And Twitter Is at War Over It. ციტირების თარიღი: June 1, 2018
  8. Jr, Mike Fleming; Busch, Anita (April 19, 2017). „Will Smith in Talks For Genie Role in Disney's Live-Action 'Aladdin'. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 21, 2017. ციტირების თარიღი: April 20, 2017.
  9. Ford, Rebecca; Galuppo, Mia (July 11, 2017). 'Aladdin': Disney Struggles to Find Stars for Its Live-Action Movie“. The Hollywood Reported. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2017. ციტირების თარიღი: July 11, 2017.
  10. Knapp, JD (July 15, 2017). 'Aladdin': Disney Casts Will Smith, Mena Massoud, Naomi Scott“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2017. ციტირების თარიღი: June 17, 2017.
  11. Soteriou, Stephanie (May 21, 2017). „Little Mix's Jade Thirlwall to play Princess Jasmine in Aladdin remake?“. Yahoo UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 21, 2017. ციტირების თარიღი: May 22, 2017.
  12. Ford, Rebecca; Galuppo, Mia (July 11, 2017). 'Aladdin': Disney Struggles to Find Stars for Its Live-Action Movie“. The Hollywood Reported. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2017. ციტირების თარიღი: July 11, 2017.
  13. Ford, Rebecca; Galuppo, Mia (July 11, 2017). 'Aladdin': Disney Struggles to Find Stars for Its Live-Action Movie“. The Hollywood Reported. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2017. ციტირების თარიღი: July 11, 2017.
  14. Ford, Rebecca; Galuppo, Mia (July 11, 2017). 'Aladdin': Disney Struggles to Find Stars for Its Live-Action Movie“. The Hollywood Reported. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2017. ციტირების თარიღი: July 11, 2017.
  15. Knapp, JD (July 15, 2017). 'Aladdin': Disney Casts Will Smith, Mena Massoud, Naomi Scott“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2017. ციტირების თარიღი: June 17, 2017.
  16. Galuppo, Mia (July 15, 2017). 'Aladdin': Disney Remake Finds Its Leads“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 17, 2017. ციტირების თარიღი: July 15, 2017.
  17. Evry, Max (September 6, 2017). „Aladdin Filming Begins as the First Set Photo is Revealed“. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2017. ციტირების თარიღი: September 6, 2017.
  18. „Disney's Live-Action 'Aladdin' Holding Open Casting Call for Leads; Filming Dates Revealed“. Collider (ინგლისური). March 9, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2017. ციტირების თარიღი: July 27, 2017.
  19. Applefeld Olson, Cathy (June 12, 2017). „Alan Menken Talks Working With Guy Ritchie on Live-Action 'Aladdin,' Progress of 'Little Mermaid'. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2017. ციტირების თარიღი: June 13, 2017.
  20. „Disney's Live-Action Aladdin Has Wrapped Production“. Comingsoon.net (ინგლისური). January 24, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 25, 2018. ციტირების თარიღი: January 25, 2018.
  21. Will Smith en. ციტირების თარიღი: November 11, 2017
  22. Instagram post by Mena Massoud • Nov 11, 2017 at 5:58 am UTC en. ციტირების თარიღი: November 11, 2017
  23. Guy Ritchie's Aladdin cast called back to London for reshoots – report დაარქივებული October 6, 2018, საიტზე Wayback Machine. Star UK, Retrieved October 6, 2018
  24. Volmers, Eric (May 24, 2019). „How Game of Thrones production designer Gemma Jackson created a 'whole new world' for Aladdin“. Calgary Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 24, 2019. ციტირების თარიღი: May 24, 2019.
  25. „Watch Aladdin's Will Smith Belt Out 'Prince Ali' In New Clip“. CinemaBlend. May 14, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2019. ციტირების თარიღი: May 15, 2019.
  26. „Aladdin's Mena Massoud Reveals An All-Improv Scene He Performs With Will Smith“. Cinema Blend. April 29, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2019. ციტირების თარიღი: October 13, 2019.