ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფილმები შემოსავალს იღებენ სხვადასხვა გზით: კინოთეატრებში ჩვენებით, DVD თუ სხვა ფორმატის გამოშვებებით, ტელეჩვენების უფლებების გაყიდვით და მერჩენდაიზინგით. თუმცა, კინოთეატრებში ჩვენების შედეგად მიღებული შემოსავალი არის ფილმის კომერციული წარმატების ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი, გამომდინარე იქიდან, რომ კინოთეატრებში მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით არის უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე შემოსავლის სხვა წყაროებზე. სიაში შეყვანილია ყველაზე შემოსავლიანი ფილმები მთლიანობაში, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები კალენდარული წლის მიხედვით, ყველაზე შემოსავლანი ფილმის რეკორდის დამყარების ქრონოლოგია და ყველაზე შემოსავლიანი ფრენჩაიზები. ყველა სიაში, გათვალისწინებულია ფილმის მიერ კინოთეატრებში ჩვენების შედეგად მიღებული შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ არის გათვალისწინებული სხვა ხერხებით მიღებული შემოსავალი.

ტრადიციულად, საომარი, მუსიკალური თუ ისტორიული დრამის ჟანრები ყველაზე პოპულარულია, თუმცა 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი კომერციული შედეგი ფრენჩაიზებს აქვთ. „ჰარი პოტერის“, „ბეჭდების მბრძანებელის“ სერიიდან ნომინალურად ყველაზე შემოსავლიან ფილმებში ხუთ-ხუთი წარმომადგენელია. სიებში აგრეთვე წარმოდგენილია ფილმები „ვარვსკვლავური ომების“, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ და „იურული პარკის“ სერიიდან. გარდა ფრენჩაიზებისა, წარმატებით სარგებლობს სუპერგმირებზე და კომიქსებზე დაფუძნებული ფილმები და ფრენჩაიზები (ადამიანი ობობა, იქს ადამიანები, ბეტმენი და ა.შ). მიუხედავად იმისა, რომ სიის სათავეებში ძირითადად არის ფილმები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ცნობადობა და ისტორია, პირველ ორ პოზიციას იკავებს ჯეიმს კემერონის ორი ორიგინალური ნაშრომი „ავატარი“ და „ტიტანიკი“. კომერციულად წარმატებულია ანიმაციური ფილმებიც; ამ ნიშაში, პირველ პოზიციებს „Disney“ იკავებს;; აგრეთვე წარმატებულია „Pixar“-ი. გარდა ამისა, მაღალი მაჩვენებლები აქვთ „საზიზღარ მეს“, „შრეკს“ და „დიდ გამყინვარებას“.

მართალია, ინფლაციამ გააქარწყლა 1960-იანი და 70-იანი წლების ფილმების მიღწევები, ჯერ კიდევს არსებობს ფრენჩაიზები,რომლებიც სათავეს იმ დროიდან იღებს.ესენია: „სუპერმენი“, „ჯეიმს ბონდი“, „სტარ ტრეკი“ და „ვარვსკვლავური ომები“. ზოგიერთი ფილმი, რომელიც თავის დროზე ამ სიაში იყო, დღევანდელი სტანდარტებიტაც საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებს, თუმცა, არა საკმარისს დღევანდელ რეკორდსმენებთან შესარკინებლად. ინფლაციის გათვალისწინებით, ფილმი „Gone with the wind“, რომელიც თავის დროზე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო, დღესაც სიის სათავეში იქნებოდა. სიაში ყველა ფილმის ნომინალური შემოსავალი აშშ დოლარშია მოცემული.

ყველაზე შემოსავლიანი ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ კამერონის „ავატარი“, რომელმაც 2.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხშირად არის მოხსენიებული, როგორც ყველაზე შემოსავლიანი ფილმი; თუმცა, არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა გამოცემების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც შეიძლება ფილმის შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენდეს. გამოცემების გათვალისწინების შემდეგ, როგორც „ავატარის“, ისევე „ტიტანიკი“ შემოსავალი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია. სატელევიზიო ჩვენების უფლების გაყიდვა აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაწილი ფილმის შემოსავლისთვის. მაგალითად, „ტიტანიკმა“ უფლებების გაყიდვით „NBC“-სგან და „HBO“-სგან დაახლოებით 55 მილიონი დოლარი მიიღო — ჩრდილოეთ ამერიკაში მიღებული შემოსავლის 9 პროცენტის ეკვივალენტი.