პრინცესა ჟასმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრინცესა ჟასმინი — გამოგონილი პერსონაჟი, გვხვდება კომპანია Walt Disney Pictures-ის 31-ე ანიმაციურ ფილმში „ალადინი“ (1992), მის გაგრძელებებში და კომპანიის პროდუქციაში. ახმოვანებს ამერიკელი მსახიობი ლინდა ლარკინი[1] — მღერის ფილიპინელი მომღერლის ლეა სალონგას ხმით. ჟასმინი გამოგონილი არაბული სამეფოს — აგრაბის პრინცესაა, რომელსაც არ სურს სასახლეში გამოკეტილი ცხოვრება და გარიგებით ქორწინება. შექმნეს რეჟისორებმა რონ კლემენტმა და ჯონ მასკერმა სცენარისტებთან ტედ ელიოტთან და ტერი როსიოსთან ერთად. ჟასმინი დაფუძნებულია ბადრულბადურზე - პრინცესაზე „ათას ერთი ღამიდან“, ზღაპრიდან „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“. ჟასმინი დისნეის რიგით მეექსვსე პრინცესაა, მათგან პირველი არაევროპელი და ერთადერთი არაბული წარმოშობის.[2] ასევე ჟასმინი პირველი პრინცესაა, რომელიც არ იყო თავისი ფილმის მთავარი გმირი, თუმცა მას და ალადინს (ფილმ „ალადინის“ პროტაგონისტს) ზოგჯერ ერთად მოიხსენიებენ, როგორც მთავარ გმირებს.

შექმნის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი ჯენიფერ კონელი - ჟასმინის გარეგნობის შთაგონება

ჟასმიმის ოფიციალური აღწერის თანახმად კომპანიია ვებ-გვერდზე ის "დამოუკიდებელი, ცეცხლოვანი და ლამაზია, მას შეუძლია საკითარი თავის დაცვა და უნდა შეიცნოს სამყარო სასახლის გარეთ". თავდაპირველად ის კაპრიზული და მატერიალისტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით მისი იდეა შეიცვალა. ჟასმინის დიზაინი როგორც არაბული, ასევე ინდური ელემენტებით იყო შთაგონებული. ჟასმინის მთავარი დიზაინერის თქმით, მან დისნეის ატრაქციონების პარკში დაინაზა გოგონა გრძელი შავი თმით და ის ჟასმინის გარეგნობის შთაგონებად იქვა. გოგონას ვინაობა დღემდე უცნობია. მან ასევე გამოიყენა სხვადასხვა ეგზოტიკური მოდელის და,საკუთარი დის ფოტოები. მისი სამოსის ცისფერი შეფერილობა წყლის სიმბოლოა, რომელიც "უდაბნოში ყველაზე ძვირფასია" და კონტრასტს უქმნის პერსონაჟის გარემოცვას. ეს მოტივი ძლიერდება ჟასმინის პირველ სცენაში, სადაც ის შადრევანთან ზის. პერსონაჟის დამთავრებულმა დიზაინმა გამოიწვია მისი რომანტიკული ინტერესის - ალადინის დიზაინის შეცვლა, რადგან ალადინის თავდაპირველი "ძალიან გამხდარი, შემაცოდებელი" დიზაინი აღარ შეესაბამებოდა პრინცესას.

პიროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერიდას კორონაცია. მარჯვნიდან მეორე - ჟასმინი

როგორც პერსონაჟი, ჟასმინი დისნეის სხვა თანამედროვე პრინცესების მსგავსია. მას აქვს მრავალი ტრადიციული პრინცესის თვისება, მათ შორის სილამაზე და სწრაფვა სიყვარულისკენ [1]. ამასთან, დისნეის მარკეტინგი მას წარმოადგენს, როგორც "1990-იანი წლების გმირს" [2][მკვდარი ბმული] - ჟასმინი "დაიბადა თავის დროზე ადრე" და მისი ინტელექტი და ამბიციები უფრო მეტად შეესაბამება თანამედროვე წარმოდგენებს. ბრაიან ლორი ადარებს ჟასმინის ძლიერი ნებისყოფა და თავისუფლების სიყვარული მისი წინამორბედის, ბელის პიროვნებას და აღწერს მას, როგორც "ანაქრონისტურად განთავისუფლებულ" პერსინაჟს. რობ ბურჩმა დააფიქსირა, რომ პრინცესა ძალიან ჰგავს არიელს, რადგან ის ასევე "დამოუკიდებელი, ლამაზი და სასოწარკვეთილია საკუთარი ცხოვრებისთვის". თუმცა, ჟასმინი ბელზე უფრო მებრძოლი და არიელზე ნაკლებად გულუბრყვილოა [3]. ჟასმინი აღიარებული იყო "დისნეის მებრძოლი პერსონაჟების სერიის" ნაწილად, რომელიც ფემინიზმის მიმდინარეობების შედეგად გაჩნდა და რომელიც "აწესებს დისნეისთვის ძლიერი პრინცესის ახალ, გოგონებისთვის მისაბაძ სტანდარტს".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.buzzfeed.com/leonoraepstein/things-you-never-knew-about-disney-princesses
  2. https://web.archive.org/web/20160705025054/https://d23.com/walt-disney-legend/linda-larkin/
  3. https://web.archive.org/web/20160322193316/http://movies.about.com/od/animatedmovies/tp/disney-princess-biographies.htm
  4. https://web.archive.org/web/20160322193316/http://movies.about.com/od/animatedmovies/tp/disney-princess-biographies.htm
  5. https://web.archive.org/web/20161104000036/http://fannypack.co.uk/2016/08/wicked-wiles-how-feminist-is-disneys-aladdin/
  6. https://www.refinery29.com/en-us/2019/05/233405/where-does-aladdin-take-place-agrabah-real-location
  7. http://www.bustle.com/articles/101274-a-feminist-ranking-of-all-the-disney-princesses-because-not-every-princess-was-down-for-waiting
  8. http://www.polygon.com/2014/8/7/5978363/disney-infinity-aladdin-jasmine
  9. https://books.google.com/books?id=I0ILXTNQNEMC&q=jasmine+aladdin+feminist&pg=PA104[მკვდარი ბმული]
  10. Pugh, Tison; Aronstein, Susan (2012). The Disney Middle Ages: A Fairy-Tale and Fantasy Past. Palgrave Macmillan. p. 92. ISBN 9780230340077.
  1. [4]
  2. [5]