აკარაის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აკარაის მთები (პორტ. Serra Acaraí; ფრანგ. Montes Acaraí) — ტენიანი, ტყიანი, დაბალმთიანი მაღლობი რეგიონი გაიანის სამხრეთ ნაწილში. ქედი გადაჭიმულია ბრაზილია-გაიანის საზღვრის გასწვრივ. აკარაი ერთ-ერთია გაიანაში არსებული მთის ოთხი მასივიდან (დანარჩენი სამია იმატაკა, კანუკუ და პაკარაიმა). აკარაის მასივში იღებს სათავეს გაიანის უდიდესი მდინარე ესეკიბო, ასევე მდინარე კორანტეინი.

მთებში მდებარეობს ვაი-ვაის ხალხის ერთადერთი სოფელი; ეს ხალხი იმ ტომების შთამომავალია, რომლებიც ერთ დროს ამ არეალში სახლობდნენ.

მთების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 009 მეტრზე მდებარეობს. ქედი ვრცელდება აღმოსავლეთისკენ, სადაც უერთდება ტუმუკ-უმაკის მთებს, საფრანგეთის გვიანისა და სურინამის საზღვრის გასწვრივ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]