ესეკიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ესეკიბო
Río Esequibo
Pontoon Crossing at Mango Landing Essequibo River.jpg
მდინარე ესეკიბო
ქვეყანა გაიანის დროშა გაიანა
ქალაქები ბარტიკა
ბილოკუ
აპოტერი
კურუპუკარი
როქსტოუნი
სათავე აკარაის მთები
შესართავი ატლანტის ოკეანე
7°02′00″ ჩ. გ. 58°27′00″ დ. გ. / 7.03333° ჩ. გ. 58.45000° დ. გ. / 7.03333; -58.45000
სიგრძე 1010 კმ
აუზის ფართობი დაახლ. 155 ათ. კმ²
Essequiborivermap.png
მდინარე ესეკიბოს აუზი
ესეკიბო (გაიანა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg ესეკიბო ვიკისაწყობში

ესეკიბო (ესპ. Río Esequibo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, გაიანაში. სათავე აქვს გვიანის ზეგანზე. მიედინება ტყეებით და სავანებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე და შეერთვის ატლანტის ოკეანეს. სიგრძე 1010 კმ. აჩენს 25 კმ-მდე სიგანის ესტუარს, სადაც მრავალი მომცრო კუნძულია. ატლანტის ოკეანეს ერთვის გაიანის დედაქალაქ ჯორჯტაუნიდან 21 კილომეტრის მოშორებით. აქვს მრავალი შენაკადი: რუპუნუნი, პოტარო, მასარუნი, სიპარუნი, კუიუნი და სხვ. შესართავთან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს კუნძულები ლეგუანი (ფართობი 28 კმ²), ვაკენაამი (ფართობი 44 კმ²) და ჰოგი (ფართობი 60 კმ²). წყალუხვია. მდინარეზე ბევრი ჭორომი და ჩანჩქერია. სანაოსნოა შესართავიდან 80 კილომეტრამდე. მდინარის ქვემოთში არის ქალაქი ბარტიკა. მდინარე ესეკიბოზე მდებარეობს სახელგანთქმული წყალვარდნილი — კაიეტური, რომლის სიმაღლეა 226 მ.

პირველი ევროპული კოლონია გაიანაში აშენდა მდინარის დაბალ ნაწილებში 1615 წელს. კოლონისტები ინდიელებთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, სადაც სანაპიროსთან ახლოს გაშენებული ჰქონდათ შაქრისა და კაკაოს პლანტაციები. 1995 წელს მდინარეზე დაიღვარა მჟავის შხეფები. დაახლოებით 4 000 000 მ³ მოცულობის ციანიტი მდინარეში იყო გაშვებული, რამაც ზარალი გამოიწვია.

მდინარის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ჰოლანდიური კოლონიის — ესეკიბოს სახელწოდებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]