კორანტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კორანტეინი
ინგლ. Courantyne, ნიდერლ. Corantijn
52-WONOTOBO.JPG
ქვეყანა სურინამის დროშა სურინამი
გაიანის დროშა გაიანა
სათავე აკარაის მთები
2°20′49″ ჩ. გ. 56°52′14″ დ. გ. / 2.34694° ჩ. გ. 56.87056° დ. გ. / 2.34694; -56.87056
შესართავი 5°53′09″ ჩ. გ. 57°07′10″ დ. გ. / 5.88583° ჩ. გ. 57.11944° დ. გ. / 5.88583; -57.11944
შესართავის მდებარეობა ატლანტის ოკეანე
სიგრძე 724 კმ
აუზის ფართობი 56 000 კმ²
კორანტეინი — სურინამი
კორანტეინი
კორანტეინი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg კორანტეინი ვიკისაწყობში

კორანტეინი (ინგლ. Courantyne, ნიდერლ. Corantijn) — მდინარე სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, სურინამში; ამ ქვეყნის უგრძესი მდინარე.

სათავეს იღებს გვიანის მთიანეთში, აკარაის მთებში და დაახლოებით 724 კილომეტრის მანძილზე მიედინება გაიანასა და სურინამს შორის; ერთვის ატლანტის ოკეანეს, გაიანის ქალაქ კორივერტონისა და სურინამის ქალაქ ნეივ-მიკერის სიახლოვეს. ამ ორ ქალაქს შორის დადის ბორანი.

გაიანა-სურინამის საზღვარი გაიანის მხარეს მდებარე ნაპირზე გადის (მდინარის დასავლეთი ნაპირი), რასაც ტალვეგის დოქტრინის საფუძველზე აპროტესტებს გაიანა. 2007 წელს, ტრიბუნალმა, რომელიც ამ ორი ქვეყნის საწყლოსნო საზღვარს განიხილავდა, მთელ მდინარეზე სურინამის სუვერენიტეტი სცნო.[1][2]

მდინარის სიღრმეში, 120 კმ-ის მანძილზე, ქალაქ აპურამდე, შედიან მცირე ზომის საოკეანეო ხომალდები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Permanent Court of Arbitration - Guyana/Suriname დაარქივებული 2013-02-08 საიტზე Wayback Machine.
  2. Award of the Tribunal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-02. ციტირების თარიღი: 2014-07-27.