შინაარსზე გადასვლა

აკაკი დავითიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი დავითიანი (დ. 26 ივნისი, 1924, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 მარტი, 1980, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1947). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1947–1948), მასწავლებელი მესტიის რაიონისა და თბილისის სკოლებში (1948–1954), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი (1954–1956), საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნნიერ თანამშრომელი (1955–1960), თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის თანამშრომელი (1960 წლიდან). აქვს შრომები ქართილი ენის სტრუქტურისა და სკოლაში მისი სწავლების მეთოდიკის საკითხებს. იყო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.

  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1966.
  • ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1973.
  • პრაქტიკული ვარჯიშობა ქართულ ენაში, თბ., 1977.