აირშირული ჯიში
იერსახე
აირშირული ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძეო მიმართულების ჯიში. გამოიყვანეს XVIII საუკუნეში შოტლანდიაში (ერის საგრაფო). ადგილობრივი საქონელს ჰოლანდიური და შორტჰორნის ჯიშები შეაჯვარეს (სისხლის ჩართვის მეთოდით). აირშირული ჯიში ტანდაბალია, კარგი აგებულებისა, ფერად წითელ-ჭრელი. ცოცხალი მასა: კუროსი 650-750 კგ, ფურისა 450-500 კგ. იწველის 3500-4000 კგ (სარეკორდო მონაწველი 10000 კგ-ზე მეტია), რძის ცხიმიანობა დაახლოებით 4%, გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, ფინეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 242-243.