აიდა იმანგულიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიდა იმანგულიევა
აზერ. Aida İmanquliyeva
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1939
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1992 (52 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა სამეცნიერო მუშაკი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე არიფ ფაშაევი
მამა ნასირ იმანგულიევი
შვილ(ებ)ი მეჰრიბან ალიევა და ნარგიზ ფაშაევა

აიდა ნასირ ყიზი იმანგულიევა (აზერ. Aida Nəsir qızı İmanquliyeva; დ. 10 ოქტომბერი, 1939, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 19 სექტემბერი, 1992, ბაქო) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი არაბისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ინტელიგენტურ ოჯახში.[1] მამა — ნასირ იმანგულიევი ჟურნალისტი, პედაგოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, იყო აზერბაიჯანის პრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაზეთ „ბაქის“ და „ბაქოს“ რედაქტორად.

1957 წელს დაამთავრა ბაქოს № 132 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. 1957 წელს იგი ჩაირიცხა ს.მ. კიროვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1962 წელს დაამთავრა არაბული ფილოლოგიის ფაკულტეტი და გახდა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტი „აღმოსავლეთის ხალხებისა და ლიტერატურის“ კათედრაზე. შემდგომ სწავლობდა „აზიის ხალხების“ ინსტიტუტში.

1966 წელს, საკანდიდატოს დისერტაციის დაცვის შემდეგ აიდა იმანგულიევამ დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში: უმცროს მეცნიერ მუშაკად (1966), უფროს მეცნიერ მუშაკად (1973), არაბული ფილოლოგიის განყოფილების გამგედ (1976), დირექტორის მოადგილედ მეცნიერულ დარგში (1988). 1991 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორად.[2]

1989 წელს, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისში, გახდა პირველი ქალი - დოქტორი აღმოსავლეტმცოდნეობის დარგში. მალევე მიენიჭა პროფესორის წოდება ამ დარგში.[3]

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის სამი მონოგრაფიის ავტორი („მიხეილ ნუაიმე და კალმის ასოციაცია“, მ., 1975; „ ჯებრან ჯალილ ჯებრანი“, ბაქო, 1975 ; „ ახალი არაბული ლიტერატურის კორიფეები“, ბაქო, 1991 ), აღმოსავლეთის ლიტერატურაზე 70-ზე მეტი სტატიისა და მეცნიერული სტატიების რედაქტორი.[4] აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული არმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „აფრიკისა და აზიის ქვეყნების ლიტერატურის“ დაცვის კავშირის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე.[5]

წარმოადგენდა აზერბაიჯანს აღმოსავლეთმცოდნეობაში ახლო და შორეულ საზღვარგარეთში (მოსკოვი, კიევი, პოლტავა, სანქტ-პეტერბურგი, გალე და ა.შ.).

იყო მწერალთა კავშირისა და აღმოსავლეთის კვლევის საკავშირო საკოორდინატორო საზოგადოების საბჭოს წევრი.

მრავალი წლების განმავლობაში ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ასუ.-ში კითხულობდა ლექციებს არაბულ ფილოლოგიაზე.[6]

ცნობილი მეცნიერ-არაბისტის აიდა იმანგულიევას სახელის უკვდავსაყოფად ბაქოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ერთ-ერთ სტუდენტს მიენიჭა მისი სახელობის პრემია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Аида Имангулиева-выдающийся учёный-востоковед“.
  2. „Aida İmanquliyeva“. Adam.Az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  3. „Профессор Аида Имангулиева открыла новую страницу в изучении современной арабской литературы - Наргиз Пашаева“. trend.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15.
  4. „Аида Имангулиева – 70“. Kaspiy.[მკვდარი ბმული]
  5. „Aida İmanquliyeva(1939-1992)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-02.
  6. „Аида Имангулиева занимает почётное место в нашей национальной истории как первая женщина учёный-востоковед в Азербайджане“. day.az.