აზრათ ყული - ბეგ მარტყოფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზრათ ყული - ბეგ მარტყოფელიგანჯის სახანოს მმართველი 1778–1783 წლებში. წარმოშობით ქართველი. იგი ბავშვობაში გაიტაცეს სოფელ მარტყოფიდან, ყარაბაღის ხანს იმრაჰიმს მიჰყიდეს და გაამაჰმადიანეს. თავისი ნიჭის წყალობით აზრათ ყული - ბეგმა დიდ წარმატებას მიაღწია: ჯერ ყარაბაღის სახანოს პირველი ვეზირი გახდა, 1778 წელს კი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად — განჯის მმართველი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერეკლე II-მ (ყარაბაღის ხანთან ერთად) განჯა დაიმორჩილა (ქაიხოსრო ერეკლემ დანიშნა ამ თანამდებობაზე და აზრათ ყული - ბეგი — იბრაჰიმ-ხანმა).

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941, გვ. 141.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მათიაშვილი ა., მარტყოფის წარსული და აწმყო, თბ., 1971.