შინაარსზე გადასვლა

აზოვის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზოვის სამების ეკლესია
აზოვის სამების ეკლესია — რუსეთი
აზოვის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა აზოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი azov.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1991-2004

აზოვის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. აზოვი, მოსკოვის ქუჩა № 260.

1989 წელს აზოველებმა თხოვნით მიმართეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებს, რათა აეგოთ მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქში. ნებართვა მიიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივები შეუერთდნენ მოსკოვის საპატრიარქოს. სამლოცველი სახლის შესაქმნელად ადგილობრივმა ხელისუფლებამ მრევლს გადასცა პატარა ნაგებობა, რომელიც გაარემონტეს მრევლის საკუთარი სახსრებით. 1989 წლის 18 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოჰყო ადგილი მშენებლობისათვის. 1990 წლის 2 თებერვალს ააშენეს მცირე ეკლესია, ხოლო ამავე წელს დაიწყეს მომზადება დიდი ეკლესიის მშენებლობისათვის.

1991 წელს ეკლესიის საძირკველში ჩადეს პირველი ქვა და დაიწყო მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს მშენებლობა არ იყო დასრულებული, ეკლესიაში ღვთისმსახურება დაიწყო. 2000 წელს მშენებლობა დასრულდა. გაიხსნა ახალი სამრეკლო. 2001 წელს ეკლესიის კედლები მოაპირკეთეს აგურით. 2004 წელს ეკლესიაში დააყენეს ხუთიარუსიანი კანკელი. 2007 წელს დაიწყეს ეკლესიის შიდა კედლების მოხატვა[1].

ამჟამად ეკლესიასთან მოქმედებს ლიცენზირებული სამრევლო სკოლა, სასულიერო და საგანმანათლებლო ახალგაზრდული ცენტრი, საეკლესიო და საგუნდო სიმღერის კურსი.

ეკლესიის წინამძღვარია სერგეი ბაბენცევი.

  • Арутюнов Г. Б., "Православные храмы Азова. Памятные православные места," в кн. Арутюнов Г. Б., Азов – имя знаменитое, Азов: Инф.-издат. Центр "Патарва", 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „АЗОВСКИЙ ТРОИЦКИЙ ХРАМ - Древо“. ციტირების თარიღი: 2017-01-10.