აზიური შიშველთვალა ხვლიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზიური შიშველთვალა ხვლიკი
Ablepharus pannonicus.jpeg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ablepharus pannonicus

აზიური შიშველთვალა ხვლიკი (ლათ. Ablepharus pannonicus) — ქვეწარმავალი სცინკისებრთა ოჯახისა. მეტად წვრილი ხვლიკია. სხეულის სიგრძე 5 სმ არ აღემატება. თვალის ზედაპირი დაფარულია უძრავი და გამჭვირვალე გარსით. აქვს მოქნილი თითისტარისებრი ტანი და მოკლე თათები. მოძრაობს გველისებურად. ქერცლი გლუვია. ბინადრობს მთებსა და მთისწინეთებში. აქტიურია დღისით. იკვებება მწერებით, ნამისჭიებითა და სხვა. კვერცხმდებია. დებს 3-4 კვერცხს. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში. საქართველოში იზოლირებული პოპულაციაა ვაშლოვნის ნაკრძალში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]