აზერბაიჯან-ინდოეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-ინდოეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and India

აზერბაიჯანი

ინდოეთი

აზერბაიჯან-ინდოეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის.

ისტორიული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანი და ინდოეთი აბრეშუმის გზის მეშვეობით უძველესი დროიდან უკავშირდებოდა ერთმანეთს. ბაქოში მდებარე ათეშგიაჰი ინდოეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის მაგალითია. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ინდოეთს მოსკოვის მეშვეობით უკავშირდებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატი, რაბინდრანათ თაგორი, ყოფილი პრეზიდენტი სარვეპალი რადჰაკრიშნანი და პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასაც ეწვივნენ.[1][2]

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა სსრ კავშირის დაშლიდან მალევე, 1991 წლის დეკემბერში აღიარა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 თებერვალს დამყარდა. ინდოეთის მისია ბაქოში 1999 წელს ჩავიდა, ხოლო აზერბაიჯანის მისია ნიუ-დელიში 2004 წლის ოქტომბერში გაიხსნა.[1]

აზერბაიჯანსა და ინდოეთს შორის პირველი ორმხრივი შეთანხმება 1998 წლის ივნისში გაფორმდა. „ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების“ შესაბამისად ინდოეთ-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო სავაჭრო კომისია შეიქმნა.[1][2] მოგვიანებით ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: „შეთანხმება ეკონომიკის, სამეცნიერო და ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2007); „შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინდოეთის მთავრობას შორის საჰაერო კომუნიკაციების სფეროში“ (2013 წლის აპრილი); „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის იურიდიული მხარდაჭერის შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის რესპუბლიკას შორის გადაზიდვების შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის რესპუბლიკას შორის ორმაგი გადასახადების გაუქმების შესახებ“ და სხვ.[2]

ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი

ბოლო წლებში ინდოეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ვაჭრობა სტრაბილურად იზრდება. აზერბაიჯანში ინდური ფარმაცევტული მრეწველობა მყარადაა დამკვიდრებული. ინდოეთიდან აზერბაიჯანში პირდაპირი და არაპირდაპირი ექსპორტის ძირითადი პროდუქტებია: ქსოვილები და ტექსტილი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საკვები ნივთიერები და მძრიმე მრეწველობის პროდუქტები, ელექტრონული ბარათები, ორთქლის ქვაბები და სხვ.[3][4][5][2] აზერბაიჯანიდან ინდოეთში მთავარი საექსპორტო პროდუქტი ნედლი ნავთობია.[2] 2005 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 50 მილიონიდან 250 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.[2]

აზერბაიჯანსა და ინდოეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღდგენადი ენერგეტიკის სექტორში სამომავლო პერსპექტივების, ენერგიის ეფექტურობისა და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებთან დაკავშირებული სამომავლო პროექტების შესახებ. ინდურმა კომპანია GAIL-მა აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პეტროქიმიურ პროექტებში ბიზნეს-შესაძლებლობების განსავითარებლად.[6][7]

გაზვინ-რაშტ-ასტარის სარკინიგზო მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთმა და აზერბაიჯანმა დიდი როლი ითამაშეს გაზვინ-რაშტ-ასტარის სარკინიგზო ხაზის გაყვანაში, რომელიც საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში შედის. პროექტის მიზანი რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და ინდოეთის იტეგრირებაა სატრანსპორტო და საინფორმაციო სფეროში. ხაზით ყოველწლიურად ექვსი მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება. პროექტის მთავარი მიზანი პირველ რიგში აზერბაიჯანსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაა, სამომავლო პერსპექტივაში კი, რუსეთი და ინდოეთიც ისარგებლებენ.[8]

კულტურული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი და ინდოეთი ახლოს არიან კულტურის თვალსაზრისით. გამოჩენილი სპარსი პოეტის, ნიზამი განჯევის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ინდოელ პოეტებს, მათ შორის ამირ ხურსაუზე. ცნობილი აზერაიჯანი ოპერის მომღერალი და მსახიობი რაშიდ ბეჰბუდოვი, აზერბაიჯანული მუსიკის პოპულარიზაციას ეწეოდა, რაჯ კაპურის ახლო მეგობარი იყო. აზერბაიჯანში კარგადაა ცნობილი რაბინდრანათ თაგორის შემოქმედება და ინდოელი მწერლისა და ფილოსოფოსის დაბადებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები უყოველწლიურად იმართება. 2018 წლის 12 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და ინდოეთს შორის კულტურული გაცვლის პროგრამას მოეწერა ხელი.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BILATERAL BRIEF India-Azerbaijan Relations.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Hindistan-Azərbaycan: əlaqələrin hazırkı vəziyyəti və inkişaf perspektivləri | Newtimes.az – Analitik-informasiya portalı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-14. ციტირების თარიღი: 2019-05-30
  3. India, Azerbaijan to explore opportunities in energy sector. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  4. Department of Commerce, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-09. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  5. Azerbaijan interested in developing partnership with India. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  6. Azerbaijan keen to meet India's energy needs: Envoy. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  7. Iran's crude oil swap supplies to India may flow via Baku, Russia's Astrakhan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  8. Iran interested in rapid construction of Qazvin-Rasht-Astara railway. ციტირების თარიღი: 2015-11-25.
  9. Pannier, Abbas Djavadi and Bruce (2009-03-20). „From Azerbaijan To India, Spring Festival Norouz Begins“. RadioFreeEurope/RadioLiberty. ციტირების თარიღი: 2015-11-20.