შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
აზერ. Azərbaycan Dövlət Xor Kapellası

ბიოგრაფია
წარმოშობა აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა, მუღამი
აქტიური 1966 - დღემდე
საიტი mugam.az

აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (აზერ. Azərbaycan Dövlət Xor Kapellası) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური კოლექტივი. დაარსებულია 1966 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიასთან. დაარსების დღიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კოლექტივს ხელმძღვანელობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქორმაისტერი ედუარდ ნოვრუზოვი.

1996 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი არის სახალხო არტისტი გულბაჯი იმანოვა. გუნდის რეპერტუარი შედგება აზერბაიჯანელი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან. მათ შორის აღსანიშნავია მუღამის საფუძველზე შექმნილი ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვის კანტატა „ფუზული“, „ჩაჰარგაჰი“ და ნაზიმ ალივერდიბეკოვის საგუნდო კომპოზიციები „ბაიათი-შირაზი“, რომლებიც იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელის რეპერტუარში.

კაპელის დირიჟორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კაპელის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ე. ნოვრუზოვი.
  • 1996 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო გუნდური კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი არის პროფესორი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი გიულბაჯი იმანოვა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]