აზერბაიჯანის კორუფციასთან ბრძოლის კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის კომისია (აზერ. Azərbaycan Respublikasının Korrupsiyaya Qarşı Mübarizə üzrə Komissiyası) შეიქმნა 2005 წელს და ფუნქციონირებს, როგორც კორუფციასთან ბრძოლის სპეციალიზებული ინსტიტუტი[1][2].

კომისია შედგება15 წევრისგან. იგი თავის საქმიანობას ამყარებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან.

ანტიკორუფციული კომისიის საქმიანობას ორგანიზებას უწევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიას აქვს მუდმივი სამდივნო.

კომისიის სხდომები იმართება რეგულარულად - სამ თვეში ერთხელ[3].

კომისიას ჰყავს სამუშაო ჯგუფები, რომლის წევრები არიან სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიას აქვს თავისი მუდმივი სამდივნო. სამდივნო არის საჯარო ორგანო და მისი თანამშრომლები არიან საჯარო მოხელეები.

კომისიის მუშაობას ახორციელებს სამდივნო, რომელიც კოორდინაციას უწევს კომისიის საქმიანობას, წარმართავს კომისიის მუშაობას და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მის სხდომებს. სამდივნო ასევე არის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]