აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია — ორგანიზაცია, რომელიც აწყობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კალათბურთის შეჯიბრებებს. აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია პასუხისმგებელია აზერბაიჯანში კალათბურთის მატჩების ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობასა და განვითარებაზე. ასევე იცავს აზერბაიჯანული კალათბურთის მორალურ და მატერიალურ ინტერესებს. ფედერაციის ამჟამინდელი თავმჯდომარეა ნადირ ნასიბოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდმა მოიგო და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიაში. აზერბაიჯანის გუნდმა პირველად მიიღო დამოუკიდებელი გუნდის მონაწილეობის უფლება სსრკ ჩემპიონატში.

აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია დაარსდა 1992 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

1994 წელს აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია გახდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. 1997 წლიდან 2000 წლამდე FIBA–ს შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გამო აზერბაიჯანს ჩამოერთვა სრული წევრობის უფლება, მაგრამ მალე FIBA–ს კონგრესზე, რომელიც თურქეთში ჩატარდა, აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაციას ორგანიზაციის წევრის სტატუსი აღუდგინეს.

2002 წლის აგვისტოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ილჰამ ალიევი შეხვდა კალათბურთის ჩემპიონს რიმას კურტინაიტს, რის შემდეგაც რიმასი დაინიშნა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სექტემბერში.

2006 წელს აზერბაიჯანის მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო FIBA–ს ევროპის განვითარების თასზე ალბანეთში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა [1].

2012 წელს ალი ტონი გახდა აზერბაიჯანის კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი [2].

2017 წლის FIBA-ს რეიტინგის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაცია მსოფლიოში 49-ე ადგილზეა 181 ქვეყანას შორის და 28-ე ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის [3].

აზერბაიჯანის კალათბურთის ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელი ნაკრებისთვის იყო საერთაშორისო ტურნირებში ბოლო მონაწილეობა.

ევრობასკეტში 2013 წლის ადგილისთვის ბრძოლაში: საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს შინ, გარდა გერმანიისა და ვერ გავიდნენ ფინალურ ეტაპზე (ჯგუფში დაიკავეს მე-4 ადგილი გერმანიასთან, შვედეთთან, ბულგარეთთამ და ლუქსემბურგთან) [4].

დღეისათვის აზერბაიჯანი საერთაშორისო კალათბურთში მხოლოდ 3x3 კალათბურთის გუნდითა და ახალგაზრდული გუნდებით არის წარმოდგენილი კლასიკურ კალათბურთში (მათ შორის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალებზე) [5]. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული კლუბების ბევრმა მოთამაშემ უკმაყოფილება გამოთქვა არსებული მდგომარეობით და მოითხოვა გადამწყვეტი ზომები აზერბაიჯანის კალათბურთის ფედერაციისგან, ხელმძღვანელობის გადაყენებამდე.

2019 წელს, საერთაშორისო ტურნირებში კალათბურთის ნაკრების მონაწილეობის გამო, ხუთი კლუბი პროტესტის ნიშნად გამოვიდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის გათამაშებიდან [6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]