აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამოუკიდებლობის დღე
ასევე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე
აღნიშნავენ აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
თარიღი 18 ოქტომბერი, 1991
ზეიმობა ფეირვერკები, კონცერტები
დაკავშირებულია აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე (აზერ. Müstəqilliyin Bərpası Günü ) აზერბაიჯანის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია. ეს თარიღი 18 ოქტომბერს ყოველწლიურად აღინიშნება[1].

დღესასწაულის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიღებულ იქნა რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. იმავდროულად მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება  „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“.

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ 30 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ კონსტიტუციური აქტი და დააფუძნა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლები[2].

აზერბაიჯანის საფოსტო მარკები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Independence Day of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-16. ციტირების თარიღი: 2018-06-10.
  2. Milli Məclisin tarixi - meclis.gov.az