აზერბაიჯანის ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო
Azərbaycan Milli Aerokosmik Agentliyi
აკრონიმი MAKA
მფლობელი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დაარსდა 1992
შტაბ-ბინა ბაქო, აზერბაიჯანი
ოფიციალური ენები აზერბაიჯანული

აზერბაიჯანის ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო (MAKA; აზერ. Azərbaycan Milli Aerokosmik Agentliyi) — სამთავრობო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს აზერბაიჯანის ყველა კოსმოსური კვლევის პროგრამას, სამეცნიერო და კომერციულ მიზნებში. მაკა დაარსდა 1992 წელს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კასპიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნაცვლად.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის კოსმოსური პროგრამა, ძირითადად, როგორც საბჭოთა ეპოქაში, საერთაშორისო თანამშრომლობით ხორციელდება. რამდენიმე აზერბაიჯანული ქარხანა საბჭოთა კავშირის კოსმოსურ პროექტებზე მოწყობილობის აწარმოებდა, მაგრამ ახლა უკვე მათი სპექტრი მოძველებულია.[3] დღეს კოსმოსური პროგრამა შეიცავს თანამგზავრულ მისიებს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით.

2006 წელს, სააგენტო გადაეცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს.[4] 2009 წელს, ილჰამ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანის კოსმოსური ინდუსტრია გადაიქცა ახალ სააგენტოდ, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო კოსმოსური განვითარების პროგრამის ფარგლებში.[5] პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს აზერბაიჯანმა კოსმოსში თავის პირველი თანამგზავრი გაგზავნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]