შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია
| შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
|
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია | |||||||
| 40°46′55″ ჩ. გ. 48°35′59″ ა. გ. / 40.7820960000° ჩ. გ. 48.5998421389° ა. გ. | |||||||
| ორგანიზაცია | აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია | ||||||
| ქვეყანა |
| ||||||
| სიმაღლე ზ. დ. | 1435 მ | ||||||
| დაარსდა | 1960 წ. | ||||||
| ტიპი | ასტროფიზიკური ობსერვატორია | ||||||
| ოფიციალური საიტი | http://www.shao.az | ||||||
![]() | |||||||
| |||||||
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია (აზერ. Şamaxı Astrofizika Rəsədxanası; შაო; სრული სახელი ნასირ ალ-დინ ტუსის სახელობის შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ-ში. შეიქმნა 1960 წელს ასტროფიზიკის სექტორის ბაზაზე. აქვს 2 მეტრიანი რეფლექტორი, 70 სანტიმეტრიანი ფოტოელექტრული ტელესკოპი, 35 სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი, აგრეთვე სამზეო ტელესკოპები. ობსერვატორია იკვლევს კომეტებს, ასტეროიდების რგოლს, მზის აქტიურ წარმონაქმნებს, აგრეთვე კუროს T-ს ტიპის ვარსკვლავებსა და რელატივისტურ ობიექტებს. 1971 წლიდან აქვს ასტრონომიული სადგური ბათაბათის მთაზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე; აქ დადგმულია 40 სანტიმეტრიანი დაბნელებაგარეშე კორონოგრაფი. 1981 წელს ობსერვატორიას მიენიჭა ნასირ ალ-დინ ტუსის სახელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
