აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე
აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე ფოტოსურათი
ოფიციალურად აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე
ასევე ეროვნული ხსნის დღე
დაწესდა 15 ივნისი, 1997
აღნიშნავენ აზერბაიჯანელები
თარიღი 15 ივნისი
დაკავშირებულია 1993 წლის 15 მაისს ჰეიდარ ალიევის რესპუბლიკის სათავეში დაბრუნებასთან

აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე (აზერ. Azərbaycan xalqının milli qurtuluş günü) — ოფიციალური დღესასწაული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც იმართება 15 ივნისს[1], აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის 1997 წლის 27 ივნისის განკარგულების შესაბამისად[2]. 1998 წელს, დღესასწაულმა სახელმწიფო სტატუსი მიიღო.15 ივნისი აზერბაიჯანში არასამუშაო დღეა[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური იყო. 1993 წლის 4 ივნისს განჯაში, პოლკოვნიკ სურეთ ჰუსეინოვის ხელმძღვანელობით ამბოხი დაიწყო. ეს, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის დასაწყისი იყო. ამ პრობლემის გადასაწყვეტად განჯაში ჩამოსული სახელმწიფო მოღვაწეები დაატყვევეს. აჯანყება გაიზარდა და ბაქოს მიაღწია. 10 ივნისს, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ისა გამბარი გადადგა. 1993 წლის 15 ივნისს ჰეიდარ ალიევი, მაშინდელი პრეზიდენტის, აბულფაზ ელჩიბეის, მიწვევით დაბრუნდა ნახჩივანიდან ბაქოში. ნახიჩევანში ის იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 18 ივნისს პრეზიდენტი დედაქალაქს ტოვებს. 25 ივნისს ალიევი არჩეულ იქნა აზერბაიჯანის  ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ და იმავე წელს, ოქტომბერში - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად.

1993 წლის 15 ივნისი ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების დღე აღინიშნება, როგორც ეროვნული ხსნის დღე. ეს დღე სამუდამოდ შევიდა აზერბაიჯანის ხალხის ისტორიაში, როგორც ეროვნული ხსნის დღე. ამ დღიდან აზერბაიჯანმა აიღო კურსი ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, კერძოდ მეზობელ ქვეყნებთან. ქვეყანამ გადალახა სეპარატიზმი და გადატრიალების მცდელობები. დაიწყო არმიის მშენებლობა[4].

უკვე რამდენიმე წელია ეროვნული ხსნის დღე ჰეიდარ ალიევის საფლავზე სტუმრობით აღინიშნება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Национальные истории на постсоветском пространстве II - Геннадий Аркадьевич Бордюгов
  2. Azerbaijan Commemorates National Salvation Day. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-05. ციტირების თარიღი: 2018-06-20.
  3. 15 июня - День Национального Спасения
  4. День Национального Спасения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2018-06-20.