იბნ სინა
იბნ სინა | |
---|---|
სპარს. ابن سینا | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 980[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | Afshona, მავერანნაჰრი, სამანიდების სახელმწიფო[1] |
გარდ. თარიღი | 18 ივნისი, 1037 |
გარდ. ადგილი | ჰამადანი, Kakuyids[1] [4] |
დასაფლავებულია | Avicenna Mausoleum[5] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[6] , პოეტი, ასტრონომი[7] [8] , ექიმი[9] [6] [10] , მუსიკის თეორეტიკოსი, ფიზიკოსი[11] [12] [13] , მათემატიკოსი[14] [15] , ქიმიკოსი[16] [17] [18] , ethicist, ფაკიჰი, მწერალი[19] , ავტორი და უნივერსალური ადამიანი |
განთქმული მოსწავლეები | Bahmanyār, Ibn Abi Sadiq და Ali ibn Yusuf al-Ilaqi |
გავლენა მოახდინეს | |

აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული ავიცენა) (დ. 980, სოფ. აფშანა, ბუხარის მახლობლად — გ. 18 ივნისი, 1037, ჰამადანი) — ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ისლამის რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.
იბნ სინას პოეტურმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია (წერდა არაბულად და სპარსულად). თავის ლექსებში გამოხატავდა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ მხრივ აღსანიშნავია „სულის კასიდა“. ქადაგებდა მეცნიერებისა და განათლების სიკეთეს. ალეგორიული ხასიათისაა იბნ სინას ფილოსოფიურ-მხატვრულო ნაწარმოებები „სალამან და აბსალი“, „წერილი ფრინველზე“ და „ცოცხალი, ძე ფხიზლისა“, რომელიც სიუჟეტურად დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ უახლოვდება. იბნ სინა საინტერესოა აგრეთვე როგორც მთაგმნელი და ლიტერატურის თეორეტიკოსი. მას ეკუთვნის არისტოტელეს „პოეტიკისა“ და არაბი პოეტის იბნ ალ-რუმის დივანი კომენტარები. იბნ სინა (ხალხური სახელწოდება_ბუ ალი) იქცა თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ზღაპრების გმირად. იბნ სინას უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება „სამკურნალო მეცნიერების კანონი“ ლათინურ ენაზე XII ს-ში ითარგმნა და პირველად 1473 წელს გამოქვეყნდა მილანში, არაბულ ენაზე შედგენილი ორიგინალი კი 1593 წელს დაიბეჭდა რომში. არსებობს ამ ნაწარმოების 30 გამოცემა. მასში ავტორი ეხება მცენარეთა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეთა მოშენებასა და ფიზიოლოგიას, მედიცინის ზოგად თეორიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქირურგიას, დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და სხვა; დაავადებების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა გარემო პირობებს. მან წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ გადამდებ სნეულებებს რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის საშუალებით ვრცელდება. უარყოფდა მოსაზრებას, თითქოს ფსიქიკურ დაავადებებს ავი სულები იწვევდნენ. იბნ სინამ ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიგიენას და კვების რეჟიმს. შექმნა ახალი ფარმაცია. მის ფარმაკოპეაში შეტანილია ხალხური, განსაკუთრებით ჩინური მედიცინის მრავალი საშუალება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 72.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- იბნ სინა — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- იბნ სინა — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Avicenna (Ibn-Sina) on the Subject and the Object of Metaphysics
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Авиценна // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 82.
- ↑ Сина, Абу-Али ибн-Хусейн ибн-Абдалла ибн- // Еврейская энциклопедия — СПб: 1913. — Т. 14. — С. 254.
- ↑ Авиценна // А — Аколла — 1926. — Т. 1. — С. 174–175.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118505254 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://iranarchpedia.ir/entry/17118
- ↑ 6.0 6.1 NNDB — 2002.
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00131911.2012.668873
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00131911.2012.668873
- ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/asia/uzbekistan/uzfamous.htm
- ↑ http://www.infoplease.com/biography/philosophers.html
- ↑ http://www.glewengineering.com/blog/bid/94319/Engineering-in-the-Kitchen-Refrigeration-and-Thermal-Management
- ↑ http://democracy-handbook.org/wiki/index.php?title=Islam_-_Rise_and_Fall
- ↑ http://www.chicagocrescent.com/crescent/newsDetail2010.php?newsID=20560
- ↑ http://www-history.mcs.st-and.ac.uk/Mathematicians/Avicenna.html
- ↑ http://www.marxists.org/archive/malaka/1948-Philosophy.htm
- ↑ http://muslimheritage.com/topics/default.cfm?ArticleID=1149
- ↑ http://www.tebyan.net/newindex.aspx?pid=100043
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 20.0 20.1 Badawi A. R. Histoire de la philosophie en Islam // Études de Philosophie Médiévale — Paris: Librairie philosophique J. Vrin, 1972. — Vol. 60. — P. 575. — 886 გვრ. — ISSN 0249-7921
- ↑ 21.0 21.1 Corbin H. Histoire de la philosophie islamique — 1964. — P. 233.