ფარმაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XIV საუკუნის აფთიაქი.

ფარმაცია (ბერძნ. pharmakeia წამალი; წამლის გამოყენება) — იმ სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინების კომპლექსი, რომლებიც შეისწავლის საწამლე საშუალებათა ძიების, მოპოვების, გამოკვლევის, დამზადების, შენახვისა და გაცემის პრობლემებს. ფარმაკოლოგიასთან ერთად ფარმაცია შეადგენს მეცნიერებას წამლების შესახებ. ფარმაციას განეკუთვნება ფარმაცევტული ქიმია, ფარმაცევტული პრეპარატებისა და საწამლე ფორმების ტექნოლოგია, სასამართლო ქიმია, ფარმაკოგნოზია, ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა და სხვა. ფარმაციის პერსპექტული მიმართულებაა ბიოფარმაცია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად დამოკიდებულია წამლის ეფექტი მისი გამოყენების ფორმაზე და წამლის დამზადების ტექნოლოგიურ თავისებურებებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Watkins, Elizabeth Siegel (2009). „From History of Pharmacy to Pharmaceutical History“. Pharmacy in History. 51 (1): 3–13. PMID 20027914.
  • Asai, T. (1985). Nyokan Tūkai. Tokyo: Kōdan-Sha.
  • Pharmacy Consulting Services | McKesson – A landmark study in hospital pharmacy performance based on an extensive literature review and the collective experience of the Health Systems Pharmacy Executive Alliance.