შინაარსზე გადასვლა

ავილოვის გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავილოვის გამოქვაბული (რუს. Авилова пещера) — გამოქვაბული ავილოვის მთებში, მდებარეობს ქალაქ ბელაია-კალიტვასთან, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1].

ავილოვის მთები დონეცის ჭიუხის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მთები მდებარეობს მდინარე კალიტვის ნაპირებზე. მდინარის მხარეს მთები მთავრდება ციცაბო კლდეებით, სწორედ ამ კლდეებში მდებარეობს ავილოვის მღვიმე[1].

ავილოვის გამოქვაბულმა თავისი სახელწოდება მიიღო განდეგილ ავილასაგან, რომელიც ადრე ცხოვრობდა რიგინის გამოქვაბულში, შემდეგ კი დასახლდა ავილოვის გამოქვაბულში და იქ ცხოვრობდა 20 წელი. ეს პიროვნება, გადმოცემების თანახმად, იმითაა ცნობილი, რომ მომავალს განსჭვრეტდა, ბევრი ადამიანი მას რჩევის მისაცემადაც აკითხავდა. პეტრე I დიდის პერიოდში აქ მომხდარა წყალდიდობა, რის შემდეგაც ავილას მიუტოვებია გაოქვაბული. განდეგილის შემდეგ ბედზე მცირე რამაა ცნობილი.

ამ გამოქვაბულს ჰქონია საიდუმლო მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც მიწით ამოვსებულა. გამოქვაბული გადიოდა მღვიმიდან იმ ეკლესიამდე, რომელიც მდებარეობდა კალიტვაში. შესასვლელის შესახებ მეტი ცნობები არ არის.

ავილოვის მთებს მოიხსენიებს საკმაოდ ძველი ისტორიული წყაროები. მასში მოიხსენიებენ მას როგორც მთას, რომელიც მდებარეობს მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე და არის საკმაოდ მაღალი მთები. ამ პერიოდში მას უკვე ეწოდება ავილოვი. მთებში, წყაროების მიხედვით, უკვე არსებობდა გამოქვაბულები, რომელიც შეიიძლება მივიჩნიოთ როგორც ცხოვრების კვალი. გამოქვაბულის მახლობლად აღმოჩენილია სხვადასხვა მონეტები და თიხის ჭურჭელი. გამოქვაბულის უდიდესი ნაწილი დანგრეულია ქვათაცვენის გამო.

იმისათვის, რომ გამოქვაბულში მოხვდე აუცილებელია ციცაბო კლდეზე გამავალი ვიწრო ბილიკის გავლა. გამოქვაბულის შესასვლელი დაფარულია ბუჩქნარით[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]