ბელაია-კალიტვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბელაია-კალიტვა
Белая Калитва
Belaya kalitva.jpg
დროშა გერბი
Flag of Belaya Kalitva (Rostov oblast).png Coat of Arms of Belaya Kalitva (Rostov oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 48°10′29″ ჩ. გ. 40°47′35″ ა. გ. / 48.17472° ჩ. გ. 40.79306° ა. გ. / 48.17472; 40.79306
დაარსდა 1703
ადრეული სახელები უსტ-ბელოკალიტვენსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1958
ფართობი 16.495 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 41 220 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86383
საფოსტო ინდექსი 347040–347049
ბელაია-კალიტვა — რუსეთი
ბელაია-კალიტვა
ბელაია-კალიტვა — როსტოვის ოლქი
ბელაია-კალიტვა

ბელაია-კალიტვა (რუს. Белая Калитва) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1703 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1958 წელს. ბელოკალიტვინის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 41 220 კაცს.

1958 წლის აგვისტოდან 1963 წლის თებერვლამდე წარმოადგენდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქს[1]. 1963 წლის თებერვლიდან 2005 წლის მარტამდე - საოლქო დაქვემდებარების ქალაქია[2], ხოლო 2005 წლის მარტიდან კვლავ რაიონული დაქვემდებარების ქალაქია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, დონეცის ჭიუხის აღმოსავლეთ დაბოლოებაში. მდინარე დონის ყველაზე დიდი შენაკადის ჩრდილოეთის დონეცის ნაპირებზე. თავად ქალაქი მდებარეობს მდინარე კალიტვისა და ლიხაიის შესართავთან. მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარჯვენა კლდოვანი ნაპირის უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს ზღვის დონიდან 148,8 მეტრზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარეების კალიტვისა და ჩრდილოეთის დონეცის შეერთების ადგილზე, დონის როსტოვიდან 168 კმ-ში. ტერიტორია დასახლებული იყო შორეულ წარსულში. არქეოლოგიური გათხრები, შემთხვევითი აღმოჩენები, მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მოსახლეობა აქ ცხოვრობდა 4 000 წლის წინათ. აღმოჩენილი საგნები განეკუთვნება ბრინჯაოს ხანის ძელურ კულტურას. 30 წლის წინ ქალაქის ერთ-ერთ ეზოში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის კატაკომბური კულტურის სამარხები და საგნები.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით რუსების ბრძოლა ყივჩაყებთან 1185 წელს, გაიმართა კალიტვისა და ბისტროის შუამდინარეთში.

ქალაქის ადგილზე პირველი კაზაკური დასახლება გაჩნდა 1703 წელს პეტრე I-ის ბრძანებით: სოსო ერმოლაევმა, მიხალე ნიკიტინმა და ემელიანე დოროგალნომ მდინარე ბელაია-კალიტვის ნაპირზე დააარსეს სტანიცა. ეს თარიღი ოფიციალურად ითვლება სტანიცა უსტ-ბელოკალიტვენსკაიის (ამჟამად ქალაქი ბელაია-კალიტვა) დაარსების თარიღად. თვით სტანიცა იყოფოდა ოთხ ნაწილად: მაიდანი, ნიზოვკა, ბუგორი და ზაიაროვკა. 1937 წლის 13 სექტემბერს, როსტოვის ოლქის დაარსების შემდეგ მის შემაგენლობაში შევიდა ბელოკალიტვინსკის რაიონი ცენტრით უსტ-ბელოკალიტვინსკში. ქალაქის რევოლუციამდელი და თანამედროვე ისტორია დაკავშირებულია კაზაკებთან. 1918 წლის მაისში უსტ-ბელოკალიტვინსკში მდებარეობდა უკრაინის მე-5 და მე-3 წითელი არმიის შტაბები, რომელსაც ხელმძღვანელობდა კ. ვოროშილოვი. სამოქალაქო ომის წლებში ვიოშენსკის აჯანყების პერიოდში 1919 წლის 23 თებერვალს ქალაქელები იბრძოდნენ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ[3].

1941 წელს სტანიცა უსტ-ბელოკალიტვენსკაია რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით გადაიქცა მუშათა დასახლებად და ეწოდა ბელაია-კალიტვა.

დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელაია-კალიტვა იმყოფებოდა გერმანელთა ოკუპაციის პირობებში. ოკუპირებული იყო 1942 წლის 20 ივლისიდან 1943 წლის 19 იანვრამდე. მისი გათავისუფლება მოხდა სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში.

ომის შემდეგ სწრაფად დაიწყო ქვანახშირის მრეწველობის განვითარება, აშენდა მსხვილი მეტალურგიული ქარხანაც.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1745 წელი — სტანიცაში იყო 92 კომლი, მამაკაცი — 235, ქალი — 212[4].
  • 1775 წელი — კომლი 160, კაცი — 562, ქალი — 572.
  • 1800 წელი — კომლი 270, კაცი  — 1231. ქალი  — 1232.
  • 1860 წელი — კომლი 990, ხუტორში — 895, სულ — 9638 კაცი.
  • 1896 წელი — მამაკაცი — 3740, ქალი — 3818.
  • 1926 წელი — კომლი 946, მამაკაცი— 1728 (მათ შორის კაზაკი — 1107), ქალი — 2017 (მათ შორის კაზაკი — 1376)[5]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოკალიტვინის საქალაქო დასახლების შემადგენლობაში შედისშემდეგი დასახლებული პუნქტები:

  • ქალაქი ბელაია-კალიტვა (სქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი)
  • ხუტორი ბოროდინოვი
  • ხუტორი დიადინი
  • ხუტორი პოცელუევი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი საწარმოა ბელოკალიტვინის მეტალურგიული გაერთიანება, რომელიც ააგეს 1941 წელს. 1969 წელს ქარხანაში, პირველად მსოფლიოში, ჩამოასხეს ზოდი ელექტრომაგნიტურ კლისტარიზატორში. სპეციალისტები გახდნენ სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური ბელაია-კალიტვა ლიხაია-მოროზოვის ელექტროფიცირებულ ხაზზე.

ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ბელოკალიტინის ავტოსადგური „Донавтовокзал“, რომლის გავლითაც ხორციელდება ქალაქთშორისი რეისები.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის სახეობებია ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებები[6]:

  • ბელოკალიტვინის ჰუმანტარულ-ინდუსტრიული ტექნიკუმი[7]
  • ბელოკალიტვინის მრავალპროფილიანი ტექნიკუმი.

ასევე ქალაქში მდებარეობს შვიდი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ერთი დაწყებითი სკოლა და 12 საბავშვო ბაღი. ასევე ორი სპორტული სკოლა, საბავშვო ხელოვნებისა და ტექნიკური შემოქმედების სკოლები.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარაულის მთაზე მდებარეობს რუსეთში ერთადერთი ძეგლი, რომელიც ეძღვნება ისტორიულ ნაწარმოებს „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.
  • ბელოკალიტვინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი[8] — მუზეუმი დაარსდა 1996 წელს ბელოკალიტვინის რაიონის ადმინისტრაციის მიერ. მათი დადგენილების თანახმად, მუზეუმს გადაეცა XIX საუკუნის შენობა, რომელიც არის არქიტექტურლი ძეგლი. მუზეუმის შენობა აგებულია 1886 წელს უსტ-ბელოკალიტვინის კაზაკების სახსრებით და მასში განთავსებული იყო ორკლასიანი სასწავლებელი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს შენობა იყო ქალაქის საშუალო სკოლა № 1. 1996 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარეობდა შენობის რემონტი. 1998 წლის 18 სექტემბრიდან იგი გაიხსნა საზოგადოებისათვის. გახსნა დაემთხვა ქალაქის დაარსების 295-ე წლისთავს.

მუზეუმში წარმოდგენილია შემდეგი კოლექციები: „არქეოლოგია“, „სამოქალაქო და დიდი სამამულო ომები“, „დონის მხარის ბუნება“, „მართლმადიდებლური კულტურის ნივთები“, „მუსიკალური სანთლები“, „ანტიკური სპილენძის, თიხის და ხის ჭურჭელი“ და სურათების გალერეა (გაიხსნა 2005 წელს), რომელშიც დაცულია ადგილობრივი მხატვრების 250 ნახატი[9][10].

ქალაქში მდებარეობს რამდენიმე რეგიონალური მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. მათ შორის აღსანიშნავია:

  • წისქვილი - ბოლშაიის ქუჩაზე.
  • ბელაია-კალიტვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი.
  • კაზაკთა გიმნაზიის შენობა
  • სავაჭრო სახლი ბოლშაიის ქუჩა № 13-ში.
  • სევრიუგოვის საცხოვრებელი სახლი გაგარინის ქუჩა № 51-ში.
  • ლენინის ძეგლი თეატრალურ მოედანზე.
  • ძეგლი „სამარადისო დიდება გმირებს“, რომლის სიმაღლეც 10 მეტრია, შვიდმეტრიან კვარცხლბეკზე დგას ჯარისკაცის ფიგურა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ბელაია-კალიტვაში მოქმედებს:

სტანიცა უსტ-ბელოკალიტვინსკაიაში მდებარეობდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესია. 1777 წლამდე სტანიცაში მდებარეობდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ხის ტაძარი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 29 августа 1958 года
  2. Указом Президиума Верховного Совета РСФСР от 1 февраля 1963 года
  3. А. В. Венков «Вёшенское восстание», 2012, Москва, изд. Вече. ISBN 978-5-9533-6038-8
  4. 4.0 4.1 сайт русских поэтов и писателей в Сан-Франциско «Литературные встречи — 40 лет спустя, Владимир Дордополо»
  5. Поселенные итоги переписи 1926 г. по Северо-Кавказскому Краю, Ростов на Дону 1929 г.
  6. Отдел образования Администрации Белокалитвинского района/ bkobr.ru     
  7. Главная. www.politehbk.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-07-20.
  8. Белокалитвинский историко - краеведческий музей
  9. Интересные экскурсии в краеведческом музее Белой Калитвы
  10. Учащиеся школы № 1 побывали в Белокалитвинском историко-краеведческом музее
  11. Белая Калитва. Церковь Державной иконы Божией Матери.