ავთანდილ პაიჭაძე
ავთანდილ პაიჭაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1923 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ავთანდილ პაიჭაძე (დ. 23 ნოემბერი, 1923, ფოთი, — გ. 11 აპრილი, 1995) — ქართველი ეკონომისტი და სპორტსმენი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი.
თამაში დაიწყო თბილისის ბავშვთა გუნდში — „აისში“; 1944 წელს მიიწვიეს მოსკოვის „შრომით რეზერვებში“; თამაშობდა თბილისის გუნდებში — „კრილია სოვეტოვი“ (1946-1947) და „სპარტაკი“ (1948-1950, ორივე გუნდის მწვრთნელი — ა. ჟორდანია). იყო „სპარტაკის“ კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“ (4 თამაში, 3 გოლი). საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. „საქსპორტვაჭრობის“ დირექტორი. რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი; დაჯილდოებულია „პროფკოოპერაციის საპატიო ნიშნით“, „საბჭოთა ვაჭრობის წარჩინებული ნიშნით“, სპორტსაზოგადოება დინამოს „საპატიო სიგელით“. ფეხბურთელი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისი: ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 728