შინაარსზე გადასვლა

ავთანდილ მაისაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ მაისაშვილი (დ. 14 იანვარი, 1927, თბილისი) — ქართველი ინჟინერები.

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1950-1954 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ „საქშახტმშენში“ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ „თბილმეტრომშენში“ — ოსტატად და ცვლის უფროსად. 1954-1956 წლებში საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „საქსურსათმშენის“ N8 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1956-1957 წლებში ამავე ტრესტის გურჯაანის N6 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1957-1972 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ლილოს რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარი ინჟინერი, დირექტორი. 1972-1977 წლებში შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ მთავარი ინჟინერი. 1977-1997 წლებში ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს. 1997 წლიდან ამავე სამმართველოს ბაზაზე შექმნილი შპს „სპეცმედმშენის“ დირექტორია. მისი მონაწილეობით აიგო გურჯაანის, ხირსის, წნორის, ვაზისუბნის, შრომისა და სხვა ღვინის ქარხნები, გურჯაანის, სიღნარისა და ლაგოდეხის რაიონებში. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული თბილისის, ლიკანის, წყალტუბოს, გაგრის, ქობულეთის, მწვანე კონცხისა და ბათუმის საკურორტო-სამკურნალო ობიექტების მშენებლობა-რემონტსა და რეკონსტრუქციას.

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 361

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]