ავთანდილ აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბესაძე.

ავთანდილ იოსების ძე აბესაძე (დ. 10 მაისი, 1928, სოფ. ყანდაურა, გურჯაანის რაიონი) — ქართველი ფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1958-1985 წლებში ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას. 1985 წლიდან ასევე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში. აბესაძის ძირითადი შრომები ეხება საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების რეგულაციის ნერვულ, ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს.

1965 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. თარხნიშვილის სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]