ავგიტი
| ავგიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | სილიკატური მინერალები |
| ქიმიური ფორმულა | (Ca,Mg,Fe)SiO3 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | შავი, მუქი-მწვანე, რუხი, მურა |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| ტკეჩადობა | (110) პრიზმის მიმართ საშუალო |
| მინერალის მონატეხი | საფეხურისებრ-უსწორმასწორო, ნიჟარისებრი |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 5-6 |
| მინერალის ელვარება | მინისებრი |
| ხაზის ფერი | რუხი-მწვანე |
| ხვედრითი წონა | 3.2-3.6 |
| სიმკვრივე | 3200-3600 კგ/მ³ |
ავგიტი (ბერძ. auge — ელვარება) — მინერალი. ძეწკვისებრი სტრუქტურის ქანმაშენი სილიკატი პიროქსენების ჯგუფისა. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. უმეტესად შავია, იშვიათად — მუქი მწვანე ფერისა. ელვარება — მინისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5-6, სიმკვრივე 3200-3600 კგ/მ³. ტკეჩადობა მესამე გვარის პრიზმის პარალელურად — სრული. კუთხე ტკეჩადობის მიმართულებათა შორის 87-88°. ავგიტი მაგმური ქანების მნიშვნელოვანი ქანმაშენი მინერალია. მისი სახესხვაობებია ბაზალტური ავგიტი, ტიტანავგიტი და დიალაგი. ავგიტი ჰიდროთერმული ხსნარების მოქმედებით გარდაიქმნება ბოჭკოვანი აღნაგობის რქატყუარად — ურალიტად, ზოგჯერ ქლორიტად. საქართველოში კარგად განვითარებული ავგიტის კრისტალები უხვად გვხვდება შუაეოცენური ასაკის ვულკანური წყების ქანებში (ზვარე, ქვიშხეთი, ახალციხე, ციხისძირი და სხვა).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 118.