ტკეჩადობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტკეჩადობამინერალის გახლეჩის უნარი ამა თუ იმ მიმართულებით, რომლის შემდეგ მინარალზე წარმოიქმნება ბრტყელი ზედაპირები. ტკეჩადობის სიბრტყე კრისტალური სტრუქტურის ყველაზე მჭიდრო ბადეების პარალელურია, ვინაიდან ქიმიური ბმის ძალები ასეთ ბადეებს შორის ყველაზე სუსტია. ტკეჩადობის სიბრტყის ორიენტაციაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ქიმიური ბმის ტიპიც (მაგ. ალმასისა და სფალერიტის სტრუქტურები მსგავსია, მაგრამ მათი ტკეჩადობის მიმართულება განსხვავდება იმის გამო, რომ ალმასში გვაქვს ბმის კოვალენტური ტიპი, სფალერიტში - კი ნაწილობრივი იონური).

მინერალოგიაში განასხვავებენ ტკეჩადობის 5 სახეს: ფრიად სრულს (მაგ. ქარსები, ქლორიტები), სრულს (მაგ. გალენიტი, კალციტი), საშუალოს (მაგ. მინდვრის შპატები), არასრულს (მაგ. აპატიტი, კასიტერიტი) და ფრიად არასრულს (მაგ. კორუნდი, ოქრო). ტკეჩადობა მინერალთა ერთ-ერთი დიაგნოსტიკური თვისებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]