შინაარსზე გადასვლა

აედოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აედოსი (ბერძ. ἀοιδός [aoidos] — „მომღერალი“) — სახალხო მთქმელი ძველ საბერძნეთში. აედოსები ქმნიდნენ და თვითონვე ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს ფორმინგის ან კითარის თანხლებით. თემათა ოსტატურად გამეორება, სპეციალური ეპიკური ენისა და ფორმულების ცოდნა აედოსებს იმპროვიზაციას უადვილებდა. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, გამოდიოდნენ დღესასწაულებზე და დიდებულთა სასახლეებში. აედოსი დაგვიხატა ჰომეროსმა „ოდისეაში“ ფემიოსისა და უსინათლო დემოდოკეს სახით.