კითარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოლონი მისი განუყრელი კითარით

კითარალირის გვიანდელი სრულყოფილი სახეა. ის ეჭირა მამაკაცს მკერდთან და უკრავდა პლექტრით. (პლექტრი მეტალისაგან ან ძვლისგან გაკეთებული თითზე ჩამოსაცმელი ფირფიტაა, რომლის საშუალებითაც სიმებს აჟღერებენ). კითარა, ბერძნული მითოლოგიით აპოლონის საკრავია.

ჩანგისა და კითარის მსგავსი, დიდი მოცულობის საკრავია თანამედროვე არფა. ამ საკრავზე 50-მდე დაჭიმული სიმია. აქვს პედლებიანი მექანიზმი. არფა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაამზადეს საფრანგეთში.