ადრიანა ლიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადრიანა ლიმა
Cannes 2015 22.jpg
ადრიანა ლიმა 2015 წლის კანის კინოფესტივალზე
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1981 (1981-06-12) (38 წლის)
სალვადორი, ბაია, ბრაზილია
საქმიანობა
  • მოდელი
  • მსახიობი
აქტიური 1996-დღემდე
მეუღლე(ები) მარკო იარიჩი (იქ. 2009; განქ. 2016)
შვილ(ებ)ი 2
სამოდელო ინფორმაცია
სიმაღლე 1.78[1]
თმის ფერი მუქი ყავისფერი[1]
თვალის ფერი მწვანე (აკვამარინი)
საიტი adrianalima.com

ადრიანა ლიმა[2] (პორტ. Adriana Lima; დ. 12 ივნისი, 1981) — ბრაზილიელი სუპერმოდელი და მსახიობი, რომელიც ცნობილია როგორც Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი[3] 1999-2018 წლებში.[4] 2003 წლიდან იგი, აგრეთვე თანამშრომლობს კოსმეტიკურ კომპანია „Maybelline“-თან.

2014 წელს ლიმა Models.com-ის „ახალი სუპერმოდელების“ სიის სათავეში მოექცა.[5] ჟურნალ „Forbes“-ის რეიტინგის მიხედვით 2014 წლიდან ლიმა მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიანა ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში.[6] მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ.[7] ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა, ხოლო ადრიანას აღზრდა დედამ ითავა.[7]

ლიმას აქვს პორტუგალიური, შვეიცარული, მკვიდრი ბრაზილიური,[8] და იაპონური წარმომავლობა. აგრეთვე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელებისა და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.[8]

აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად.[9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიანა ლიმა

ადრიანა ლიმას არასდროს უფიქრია სამოდელო კარიერაზე, თუმცა მას უკვე მონაგები ჰქონდა რამდენიმე სილამაზის კონკურსი დაწყებით სკოლაში.[10] ბავშობაში ლიმას სურდა გამხდარიყო ექიმი-პედიატრი.[11] სკოლაში მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც სურდა სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მიღება. მეგობარმა ლიმას სთხოვა მასთან ერთად მიეღო კონკურსში მონაწილეობა. ამგვარად, 15 წლის ასაკში ლიმა გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული, ხოლო საერთაშორისო დონეზე მან მეორე ადგილი დაიკავა.[12] სამი წლის შემდეგ იგი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან.[13]

ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire“ და „Vogue“.[13] იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix-ს“, „Fendi-ის“, „ Emanuel Ungaro-ს“, „Giorgio Armani-ს“, „Valentino-ს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს“.

2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess“-თან და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secretთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი — თვალყურის დევნება“,„BMW-ს“ დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან — კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret-ის“ ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა — მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2016 წლებში ადრიანა ქორწინებაში იყო სერბ კალათბურთელ მარკო იარიჩზე.[14][15][16]. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი — ვალენტინა ლიმა და სიენა ლიმა.[17][18] 2014 წლის 2 მაისს, წყვილმა, ხუთ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განაცხადეს განშორების შესახებ. ისინი საბოლოოდ განქორწინდნენ 2016 წლის მარტში.[19]

ლიმა დაინტერესებულია ფეხბურთით. იგი მილანის „ინტერის“ გულშემატკივარია.[20].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Society Management – New York City – Adriana Lima. წაკითხვის თარიღი: 29 მარტი, 2019.
  2. W Radio Colombia Interview - Part 1 YouTube-ზე
  3. Adriana Lima - Victoria's Secret. Victoria's Secret. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2019.
  4. Talarico, Brittany. (5 დეკემბერი, 2016) 7 Reasons Adriana Lima Is the Guardian Angel of the Victoria's Secret Fashion Show. People. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი, 2018.
  5. Адриана Лима возглавила список Новых Супермоделей (New Supers) по версии Models.com (29 ივლისი, 2014, 13:14).
  6. Berg, Jenny. (13 ივნისი, 2017) Adriana Lima's Birthday Serenade Will Give You Goosebumps. InStyle. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2019.
  7. 7.0 7.1 A princesa da moda Portuguese. ISTOÉ Gente (18 აგვისტო, 2003). წაკითხვის თარიღი: November 24, 2016.
  8. 8.0 8.1 Adriana Lima talks about her mixed heritage YouTube-ზე
  9. Adriana Lima - Vogue.it. Vogue Italy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ნოემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2019.
  10. Leon, Sarah. (11 ოქტომბერი, 2012) Adriana Lima's Style Evolution: From Brazilian Beauty Queen To Victoria's Secret Angel (PHOTOS). Huffington Post. ციტატა: „Although today she is one of the highest-paid models in the world, Lima got her start competing in beauty pageants in her native Brazil.“
  11. By Rebecca Adams. (Posted: 01/23/2014 4:37 pm EST) If These Models Weren't Modeling, They Would Be... Doctors?. The Huffington Post.
  12. Adriana Lima: Model-Portrait. Elle Germany. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  13. 13.0 13.1 Ngomsi, Vinciane. (13 ნოემბერი, 2018) Adriana Lima is hanging up her Victoria's Secret wings — here's a look back at her modeling career. Insider Inc..
  14. Adriana Lima Got Married. Accessed 2009-12-16.
  15. Adriana Lima Separates From Marko Jaric : People.com
  16. Adriana Lima elopes!. People.com (February 29, 2009). Accessed 2009-04-22.
  17. Triggs, Charlotte (May 5, 2010). "First Photo: Meet Adriana Lima's Daughter Valentina!" People.
  18. Adriana Lima Gives Birth to Daughter Sienna!. Us Weekly (12 სექტემბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2016.
  19. Johnson, Richard. (15 მარტი, 2015) Adriana Lima is divorced. Page Six. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2016.
  20. Адриана Лима — болельщица «Интера».. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-12-19. წაკითხვის თარიღი: 2013-12-18.