შინაარსზე გადასვლა

ადოლფ იოფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადოლფ იოფე (რუს. Адо́льф Абра́мович Ио́ффе დ. 1883 — გ. 1927) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი.

1903 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1905-1907 წლების რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1906-1907 წლებში იყო რსდმპ საზღვარგარეთის ბიუროს წევრი. 1908 წელს ლევ ტროცკისთან ერთად ვენაში გამოსცემდა გაზეთ „პრავდას“. იყო ტროცკის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი. 1917 წლიდან გადა ბოლშევიკი და პარტიის ცკ-ს წევრობის კანდიდატი. 1917 წლის აგვისტოდან იყო პეტროგრადის საქალაქო დუმის წევრი. იყო ოქტომბრის გადატრიალების აქტიური მონაწილე. 1918 წლის აპრილ-დეკემბერში იყო საბჭოთა რუსეთის ელჩი გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: